საოცარი ნამარხები - გიგანტები
სამხრეთ აფრიკაში 1950 წელს აღმოჩენილი იქნა 45 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე თავის ქალის ფრაგმენტი.
ანთროპოლოგთა კვლევის მიხედვით თავის ქალა 9 მილიონი წლისაა.
მსოფლიოს ხალხთა ლეგენდებში მრავლადაა გიგანტი პრესონაჟები. ეგვიპტესა და სამხრეთ ამერიკაში ციკლოპების საპატივსაცემოდ მრავალი ნაგებობაცაა აშენებული. ადრე გიგანტები მხოლოდ ლეგენდებში არსებობენ, ახლა კი ისინი უკვე ისტორიაში არიან. დედამიწაზე თურმე ოდესღაც გიგანტი ადამიანის მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ.
მაროკოს უძველესი ქალაქი Tangier არის კუნძულებზე, ადგილზე, სადაც ატლანტის ოკეანე უერთდება ხმელთაშუა ზღვას. ითვლება, რომ ქალაქი Antaeus-მა საყვარელი მეუღლის, Tingey-ის საპატივსაცემოდ დააარსა. მოშორებით მდებარე ქალაქ Harf-ში ლეგენდის თანახმად არის დაკრძალული Antaeus. იგი ბერძენმა გმირმა ჰერაკლემ მოკლა, როდესაც ოქროს ვაშლის ბაღში, Hesperides-ში მივიდა.
IV საუკუნეში ბერძენი მწერალი Ephemere ამტკიცებდა, რომ მთელი ბერძნული მითოლოგია სიმართლეზე იყო დაფუძნებული და ყველა ღმერთსა თუ გმირს კონკრეტული ისტორიული პროტოტიპები ჰყავდა.
მისი მტკიცებით Antaeus 16 მეტრი სიმაღლის იყო. ძველ რომაელებს სჯეროდათ, რომ Antaeus-მა თავის ლეგიონერებს დაავალა ქალაქ Harf-ის დაბრუნება. გათხრების შედეგად ლეგიონერების მაღტლაც ბევრი ნეშტი იქნა აღმოჩენილი.
აღმოჩენების, ლეგენდებისა და წერილობითი წყაროების საფუძველზე ცალსახად მტკიცდება, რომ არსებობდა გიგანტების რასა. სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ოკოვანგოს დაბლობზე, გათხრებისას აღმოაჩინეს გიგანტური ბრინჯაოს ცული, რომელიც 1 მეტრი სიგრძის იყო და 150 კილოგრამს იწონიდა. მისი ასაკი 49 მილიონი წელია.
აფრიკელი მკვლევარი Davidson აღწერს: "ამ გიგანტებს ჰქონდათ საოცარი ძალა. სავარაუდოდ ისინი იმდენად ხმამაღლა საუბრობდნენ, რომ შორ მანძილზე თავისუფლად აგონებდნენ ერთმანეთს, ხველის დროს კი ერთგვარი ქარი წარმოიქმნებოდა. ისინი ასობით კილომეტრის მოშორებით ნადირობდნენ, სულ ადვილად ჰკლავდნენ სპილოებს და ჰიპოპოტამებს."
სამხრეთ აფრიკის პროვინცია ტრანსვაალში 1912 წელს აღმოაჩინეს ადამიანის ფეხის კვალი, რომ ნაკვალევი 1.3 მეტრი სიგრძის და 76 სანტიმეტრი სიგანისაა. გრანიტში (რომელშიც აღმოჩენილია ეს ნაკვალევი) 15 სანტიმეტრი სიღრმეზეა ეს ნაკვალევი, ანუ საკმაოდ დიდი მასის მქონე უნდა ყოფილიყო მისი პატრონი.
ცელიონშიც იქნა მსგავსი ნაკვალევი აღმოჩენილი. მარჯვენა ფეხის ნაკვალევი 1.5 მეტრი სიგრძის და 80 სანტიმეტრი სიგანის იყო. მეცნიერების ვარაუდით, ამ ზომის ნაკვალევის დატოვება მინიმუმ 10.5 მეტრი სიმაღლის ადამიანს შეეძლო.
ლეგენდის თანახმად აღდგომის კუნძულზე (იგივე რაპანუი, 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს) 18 მილიონი წლის წინ გიგანტები ცხოვრობდნენ, მაგრამ ევოლუციის გამო შეიზღუდა მათი ზრდის უნარი. ამის გამო 8 მილიონი წლის წინ ისინი მხოლოდ 6 მეტრი სიმაღლისანი იყვნენ. ამას ამტკიცებს აღდგომის კუნძულზე აღმოჩენილი ლეგენდარული ქანდაკებებიც.
მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს გიგანტების არსებობას. ელას ხეობაში არქეოლოგ Simon Dore-ის მიერ აღმოჩენილ იქნა გიგანტის ჩონჩხი, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლისაა. იგი 4 მეტრი სიმაღლის იყო. ეკვადორთან ახლოს გამოქვაბულებში აღმოჩენილია 3.5 მეტრი სიმაღლის გიგანტების ჩონჩხები.
2007 წელს კი ნამდვილი სენსაცია იყო, როდესაც გობის უდაბნოში ბრიტანელმა არქეოლოგებმა 15 მეტრი სიგრძის ჩონჩხი აღმოჩინეს. იგი დაახლოებით 45 მილიონი წლისაა.
Comments
Post a Comment