Skip to main content

ალექსანდრე მაკედონელი

Image result for ალექსანდრე მაკედონელი
Image result for ალექსანდრე მაკედონელიRelated imageImage result for ალექსანდრე მაკედონელი
Related image

Image result for ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.
   ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".
   შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობს: „იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით?" მის თვალში არავინ იყო მასზე ძლიერი დედამიწის ზურგზე! მას არ ასვენებდა ოცნება - გამხდარიყო მსოფლიოს ერთპიროვნული მეფე! ამიტომაც მასზე ამბობდნენ: „მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი უნდა ეძიო."
  მართლაც, ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა ოცი წლის შვილმა - ალექსანდრემ დაიკავა. ალექსანდრემ გამეფებისთანავე და-იწყო თავისი არმიის ლამის უწყვეტი წვრთნა. როდესაც ბერძნულმა პოლისებმა კონგრესი გააუქმეს, ალექსანდრე ამოქმედდა. თავისი არ-მიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მას თესალური არმია შეუ-ერთდა, შემდეგ დიპლომატიითა და დაშნებით აჯანყებებიც ჩაახშო. ალექსანდრე მაკედონელმა კონგრესი მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა გარდა სპარტასი. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მისი გაღმერთების მცდელობას.
   ძვ.წ. 335 წელს მოხდა სამხედრო შეტაკებათა სერია. ალექსანდრე შე-იჭრა თრაკიასა და ილირიაში, კონტროლი აღადგინა ბალკანეთზე და სასტიკად გაუმკლავდა აჯანყებულებს. ეს ყოველივე მიზნად სხვა ქალაქების დაშინებას ისახავდა. სიტუაციის მოგვარებამ ალექსანდრეს ხელფეხი გაუხსნა, რათა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ ნანატრი ლაშქრობა წამოეწყო.
   მალე მაკედონიური არმია მცირე აზიაში შეიჭრა. ძვ.წ. 334 წელს გრა-ნიკუსის ბრძოლაში მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, ძვ.წ. 332 წლის 14 ნოემბერს კი - ეგვიპტის არმია.
   ალექსანდრე მაკედონელი ეგვიპტის ფარაონად აღიარეს, ე.ი. ღმერთ-კაცად. ეს მისი დიდების პიკად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულა ალექსანდრე. ძვ.წ. 332 წლის 21 ოქტომბერს იგი შევიდა ბაბილონში; ძვ.წ. 325 წლის ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია. შემდეგ დაბრუნდა ბაბილონში, ვინაიდან ისეთმა „ღმერთკა-ცებმაც" კი, როგორიც ალექსანდრე მაკედონელი იყო, დამარცხება იგ-ემა. მისი დიდების, გაღმერთების ხანა სრულდებოდა და ძვ.წ. 232 წლის 10 ივნისს იგი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.
  ასეთია მოკლე ისტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავრისა, რომელმაც გაღმერთება ისურვა. ნიშანდობლივია ეს ამბავი ყველა „კაცღმერთისათვის", ვინც არა მარადიულად ღმერთ-თან ყოფნას, არამედ დედამიწაზე „სასუფევლის" მოწყობას განიზრა-ხავს.

Image result for ალექსანდრე მაკედონელი

Related image

ალექსანდრე მაკედონელი მართალია არისტოტელეს აღზრდილი იყო, მაგრამ სხვა ფილოსოფოსებთან დიდი უთანხმოებები ჰქონდა.

ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე
ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე

ანტიკური ეპოქის სამხედრო გენიოსი, ხელმწიფე, რომლის სახელიც ოდესღაც ცას წვდებოდა. ჩვენ კი მისი ცხოვრების რამდენიმე დეტალსა თუ ისტორიას შევიხსენებთ, რომელიც დაუმარცხებელი მეფის, ალექსანდრე მაკედონელის დიდებულებამ შემოგვინახა
არავინ დაობს იმაზე, რომ მეომარი მეფე, ალექსანდრე III მაკედონელი ანტიკური ხანის უდიდესი მხედართმთავარი და სამხედრო საქმის მცოდნე გენიოსი გახლდათ. მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. გარდა სამხედრო წარმატებებისა, ალექსანდრემ მაკედონელმა 13 წელი შესწირა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაერთიანებასა თუ შერწყმას, არამარტო სამხედრო, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც. იმ ხანებში ალექსანდრეს სახელი ცას წვდებოდა, ამიტომაც მას მოიაზრებდნენ ხანაც ზევსის, ხანაც კი ამონ რას ძედ, იმავე ღვთის შვილად. შესაბამისად, მასზე ბევრი ისტორია თუ მონათხრობი არსებობს და მართალია, რთულია ამ ამბებში სიმართლის გარკვევა, რადგან მისი თანამედროვე ისტორიკოსების ხელნაწერები არ არსებობს, თუმცა მაინც  გაგიზიარებთ  ამ ისტორიებიდან რამდენიმეს, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 1/8 –

ალექსანდრე მაკედონელი მართალია არისტოტელეს აღზრდილი იყო, მაგრამ სხვა ფილოსოფოსებთან დიდი უთანხმოებები ჰქონდა.

ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე
ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე
ალექსანდრეს მამამ, ფილიპე II მაკედონელმა, იმ დროის უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე სამეფო კარზე  მოიწვია, რათა 13 წლის პრინცი აღეზარდა.
ასევე არსებობს გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს კორინთოში ალექსანდრეს შეხვედრას ცნობილ ფილოსოფოს დიოგენესთან, რომელიც ასკეტურად  ცხოვრობდა თიხის კასრში. როცა იქ ალექსანდრეს ყველა ცნობილი ადამიანი ეახლა და გამარჯვებები მიულოცა, მხოლოდ დიოგენემ არაფრად ჩააგდო ახალგაზრდა მეფე და არ წავიდა მის სანახავად, მაშინ თვითონ ალექსანდრე ეახლა მოხუც ბრძენს, რომელიც მისი მარადიული “საცხოვრისიდან” – კასრიდან გამომძვრალიყო და მზეზე თბებოდა.
ალექსანდრე მივიდა, მიესალმა და უთხრა:
– მითხარ, რაც გინდა და შეგისრულებო.
– გთხოვ, ცოტა იქით გაიწიო, მზეზე ნუ მეფარებიო, – უპასუხნია გულგრილად დიოგენეს.
მოგვიანებით კი, როდესაც ალექსანდრე სალაშქროდ იყო წასული, ხშირად კონკრეტულ ადგილებში იმიტომ ჩერდებოდა, რათა გიმნოსოფისტებს1 გასაუბრებოდა, ეს “შიშველი ფილოსოფოსები” ინდოეთში გავრცელებულ რელიგიურ მოძღვრებების გავლენის ქვეშ იყვნენ, რომლის მიხედვითაც ადამიანური დიდება ამაოებად მიაჩნდათ და ტანსაცმლის ტარებითაც თავს არ იწუხებდნენ.

ალექსანდრე მაკედონელის 15 წლიანი საბრძოლო სარბიელი დაუმარცხებლად დასრულდა

ალექსანდრეს წაუგებელი ბრძოლები

[miptheme_quote author=”ალექსანდრე მაკედონელი” style=”text-center”]”ვფიცავ ღმერთებს, მე რომ არ ვიყო ალექსანდრე, ვინატრებდი დიოგენობასო” – უთქვამს მეფეს თავისიანებისთვის[/miptheme_quote]

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 2/8 –

ალექსანდრე მაკედონელის 15 წლიანი საბრძოლო სარბიელი დაუმარცხებლად დასრულდა

ალექსანდრეს წაუგებელი ბრძოლები
ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ტაქტიკა/სტრატეგიები დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში. იგი მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო, მას შემდეგ კი მისი პოპულარობა არნახული სისწრაფით გაიზარდა. ის ხომ პატარა ლაშქრით მასზე 2-3 ჯერ დიდ არმიებს ამარცხებდა. მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მაკედონელთა ბატონობა განამტკიცა, იგი აზიისკენ გაეშურა, სადაც დარიოს III, იმდროინდელი სპარსეთის მამამთავარი ბრძოლებში ააწიოკა. მის მთავარ დასაყრდენს 15 000 მაკედონელი ფალანგისტები2 წარმოადგენდნენ, რომელიც 5-7 მეტრიანი სარისათი3 იყვნენ მომარჯვებულნი და მტრის ხმლით შეიარაღებულ ჯარებს მოახლოებას არ აცდიდნენ და შორიდანვე ანადგურებდნენ.

საოცარი სურნელების მატარებელი

ალექსანდრეს სუნი
პლუტარქე თავის წიგნში “არისტოკრატი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება”, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ დაიწერა, აღნიშნავს, რომ მისი კანიდან “საოცარი სურნელება იფრქვეოდა” და ასევე დასძინა, რომ თვით “მისი სუნთქვა და მთელი სხეული ისევე იყო საოცარ სურნელში გახვეული, როგორც მისი უძვირფასესი სამოსი.” თუმცა ეს ერთგვარ გაზვიადებად შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტია, რომ ყოვლისმპყრობელ მეფეს ხელი მიუწვდებოდა იმ დროინდელი მსოფლიოს საუკეთესო ნელსაცხებლებამდე და სხვა ამგვარ საშუალებამდე, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მას მართლაც სასიამოვნო სურნელება დაჰყვებოდა თან

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი ანტიკური სამყაროს დიდი საიდუმლოა

ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის სარეცელთან

ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის სარეცელთან
ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე მორიგი დიდი ლაშქრობის წინ მორიგი რამდენიმე დღიანი ღრეობა მოაწყო. რომლის დროსაც ციებ-ცხელებამ ეს ჟრიამული ჩაუშხამა. ორი კვირის თავზე კი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ალექსანდრეს მამა ფილიპე მოკლა მისმა პირადმა მცველმა, მსგავსადმე ალექსანდრეს სიკვდილს უკავშირებდნენ მხედართმავრ ანტიპატროსს და ანიტპატროსის შვილ  კასანდრას(რომელმაც  შემდგომ დაუკვეთა დაქვრივებული როქსანასა და პატარა ალექსანდრეს მკვლელობა) ზოგიერთი ანტიკური დროის ისტორიკოსი იმასაც კი ამბობდა, რომ საქმეში არისტოტელეც იყო გარეული და მას ანტიპატროსის ოჯახათან ურთიერთობა ჰქონდა. დღესდღეობით კი მედიცინის ექსპერტები ერთმანეთის საპირისიპირო ვარაუდებს გვთავაზობენ: ზოგი მის სიკვდილს  მალარიას უკავშირებს, ზოგიც  ფილტვში შეჭრილ ინფექციას, დაზიანებულ ღვიძლსა თუ ტიფს.

მისი სხეული თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში შეინახეს

ანტიკური ეპოქის სამხედრო გენიოსი, ხელმწიფე, რომლის სახელიც ოდესღაც ცას წვდებოდა. ჩვენ კი მისი ცხოვრების რამდენიმე დეტალსა თუ ისტორიას შევიხსენებთ, რომელიც დაუმარცხებელი მეფის, ალექსანდრე მაკედონელის დიდებულებამ შემოგვინახა
არავინ დაობს იმაზე, რომ მეომარი მეფე, ალექსანდრე III მაკედონელი ანტიკური ხანის უდიდესი მხედართმთავარი და სამხედრო საქმის მცოდნე გენიოსი გახლდათ. მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. გარდა სამხედრო წარმატებებისა, ალექსანდრემ მაკედონელმა 13 წელი შესწირა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაერთიანებასა თუ შერწყმას, არამარტო სამხედრო, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც. იმ ხანებში ალექსანდრეს სახელი ცას წვდებოდა, ამიტომაც მას მოიაზრებდნენ ხანაც ზევსის, ხანაც კი ამონ რას ძედ, იმავე ღვთის შვილად. შესაბამისად, მასზე ბევრი ისტორია თუ მონათხრობი არსებობს და მართალია, რთულია ამ ამბებში სიმართლის გარკვევა, რადგან მისი თანამედროვე ისტორიკოსების ხელნაწერები არ არსებობს, თუმცა მაინც  გაგიზიარებთ  ამ ისტორიებიდან რამდენიმეს, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 1/8 –

ალექსანდრე მაკედონელი მართალია არისტოტელეს აღზრდილი იყო, მაგრამ სხვა ფილოსოფოსებთან დიდი უთანხმოებები ჰქონდა.

ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე
ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე
ალექსანდრეს მამამ, ფილიპე II მაკედონელმა, იმ დროის უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე სამეფო კარზე  მოიწვია, რათა 13 წლის პრინცი აღეზარდა.
ასევე არსებობს გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს კორინთოში ალექსანდრეს შეხვედრას ცნობილ ფილოსოფოს დიოგენესთან, რომელიც ასკეტურად  ცხოვრობდა თიხის კასრში. როცა იქ ალექსანდრეს ყველა ცნობილი ადამიანი ეახლა და გამარჯვებები მიულოცა, მხოლოდ დიოგენემ არაფრად ჩააგდო ახალგაზრდა მეფე და არ წავიდა მის სანახავად, მაშინ თვითონ ალექსანდრე ეახლა მოხუც ბრძენს, რომელიც მისი მარადიული “საცხოვრისიდან” – კასრიდან გამომძვრალიყო და მზეზე თბებოდა.
ალექსანდრე მივიდა, მიესალმა და უთხრა:
– მითხარ, რაც გინდა და შეგისრულებო.
– გთხოვ, ცოტა იქით გაიწიო, მზეზე ნუ მეფარებიო, – უპასუხნია გულგრილად დიოგენეს.
[miptheme_quote author=”ალექსანდრე მაკედონელი” style=”text-center”]”ვფიცავ ღმერთებს, მე რომ არ ვიყო ალექსანდრე, ვინატრებდი დიოგენობასო” – უთქვამს მეფეს თავისიანებისთვის[/miptheme_quote]
მოგვიანებით კი, როდესაც ალექსანდრე სალაშქროდ იყო წასული, ხშირად კონკრეტულ ადგილებში იმიტომ ჩერდებოდა, რათა გიმნოსოფისტებს1 გასაუბრებოდა, ეს “შიშველი ფილოსოფოსები” ინდოეთში გავრცელებულ რელიგიურ მოძღვრებების გავლენის ქვეშ იყვნენ, რომლის მიხედვითაც ადამიანური დიდება ამაოებად მიაჩნდათ და ტანსაცმლის ტარებითაც თავს არ იწუხებდნენ.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 2/8 –

ალექსანდრე მაკედონელის 15 წლიანი საბრძოლო სარბიელი დაუმარცხებლად დასრულდა

ალექსანდრეს წაუგებელი ბრძოლები
ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ტაქტიკა/სტრატეგიები დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში. იგი მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო, მას შემდეგ კი მისი პოპულარობა არნახული სისწრაფით გაიზარდა. ის ხომ პატარა ლაშქრით მასზე 2-3 ჯერ დიდ არმიებს ამარცხებდა. მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მაკედონელთა ბატონობა განამტკიცა, იგი აზიისკენ გაეშურა, სადაც დარიოს III, იმდროინდელი სპარსეთის მამამთავარი ბრძოლებში ააწიოკა. მის მთავარ დასაყრდენს 15 000 მაკედონელი ფალანგისტები2 წარმოადგენდნენ, რომელიც 5-7 მეტრიანი სარისათი3 იყვნენ მომარჯვებულნი და მტრის ხმლით შეიარაღებულ ჯარებს მოახლოებას არ აცდიდნენ და შორიდანვე ანადგურებდნენ.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 3/8 –

ალექსანდრე მაკედონელმა საკუთარი სახელი 70 ქალაქს დაარქვა, ხოლო ერთსაც თავისი ცხენისა

ალექსანდრე და ბუცეფალი

დღესდღეობით მისი სახელით წოდებული რამდენიმე ქალაქი ნაპოვნია. მათგან ყველაზე ცნობილია ქალაქი ალექსანდრია, რომელიც ძვ.წ 331 წელს დაარსდა. დღეს კი იგი ეგვიპტის მეორე ქალაქად ითვლება. სხვა ალექსანდრიების ნაკვალევს კი დღევანდელი თურქეთის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთისა თუ პაკისტანი ტერიტორიებზე ვხვდებით. როდესაც  ინდოეთში ლაშქრობისას, მაკედონელმა ჰიდასპის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ეს სიხარული მწუხარებით შეიცვალა, როდესა მისი უსაყვარლესი ცხენი, სახელად  ბუცეფალი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა. რის საპატივსაცემოდაც ამავე სახელობის ქალაქი დაარსა.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 4/8 –

როდესაც მეფე მომავალ მეუღლეს შეხვდა, მას იგი ერთი ნახვით შეუყვარდა

ალექსანდრე მაკედონელის პირველი ცოლი - როქსანა
ალექსანდრე მაკედონელის პირველი ცოლი – როქსანა
ძვ.წ 327 წელს მიუვალ მთა-გორაკზე წამოჭიმული სოგდიანელთა ციხის საკვირველი დაპყრობის შემდეგ, მაკედონელმა თავისი ბედი ერთი ბაქტრიელი არისტოკრატის ქალწულს, როქსანას დაუკავშირდა, რომლითაც პირველივე ნახვისას მოიხიბლა. ტრადიციული საქორწილო ცერემონიალის შემდეგ,  გამართულ ნადიმზე, მეფემ ხმლით პური ორ ნაწილად გაყო და თავის მეუღლეს უწილადა, რითაც ახალდაქორწინებულთა მაკედონური ტრადიცია შეიხსენა. მან ალექსანდრისთვის შვილის ჩუქება მის სიცოცხლეშივე ვერ მოასწრო. მეფის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან ალექსანდრე IV დაბადა, რომელიც ცოტა ხანში დედასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 5/8 –

სპარსელთა დაპყრობის შემდეგ, იგი მათი კულტურის შესაფერისად იცვამდა

სპარსული კულტურის მოზიარე ალექსანდრე მაკედონელი
სპარსული კულტურის მოზიარე ალექსანდრე მაკედონელი
სპარსელების იმპერიის 6 წლიანი ბრბევის შემდეგ, ძვ.წ 330 წელს, ალექსანდრემ ქალაქი პერსეპოლისი დაიპყრო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სპარსული კულტურის ცენტრად ითვლებოდა. ალექსანდრე ხვდებოდა, რომ სპარსელთა მართვის საუკეთესო საშუალება, მათსავით მოქცევა იქნებოდა. ამიტომაც ალექსანდრემ გადაწყვიტა ჩაცმულობა შეეცვალა, რის შემდეგაც ზოლიანი ტუნიკა, სარტყელი და სპარსული დიადემა4 მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა, რამაც მაკედონელ-ბერძენი პურისტები5 შოკში ჩააგდო. ძვ.წ 324 წელს მან სპარსულ ქალაქ სუზაში გრანდიოზული ქორწილი მოაწყო, სადაც 92 გამოჩენილ მაკედონელ მეომარს სპარსელი ქალები შერთო.(თავად კი დარიოს III-ის ქალიშვილ სტატირა და არტაქსერქსეს III-ის ქალწული პარისატისი შეირთო )

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 6/8 –

საოცარი სურნელების მატარებელი

ალექსანდრეს სუნი
პლუტარქე თავის წიგნში “არისტოკრატი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება”, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ დაიწერა, აღნიშნავს, რომ მისი კანიდან “საოცარი სურნელება იფრქვეოდა” და ასევე დასძინა, რომ თვით “მისი სუნთქვა და მთელი სხეული ისევე იყო საოცარ სურნელში გახვეული, როგორც მისი უძვირფასესი სამოსი.” თუმცა ეს ერთგვარ გაზვიადებად შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტია, რომ ყოვლისმპყრობელ მეფეს ხელი მიუწვდებოდა იმ დროინდელი მსოფლიოს საუკეთესო ნელსაცხებლებამდე და სხვა ამგვარ საშუალებამდე, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მას მართლაც სასიამოვნო სურნელება დაჰყვებოდა თან.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 7/8 –

 ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი ანტიკური სამყაროს დიდი საიდუმლოა

ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის სარეცელთან
ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის სარეცელთან
ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე მორიგი დიდი ლაშქრობის წინ მორიგი რამდენიმე დღიანი ღრეობა მოაწყო. რომლის დროსაც ციებ-ცხელებამ ეს ჟრიამული ჩაუშხამა. ორი კვირის თავზე კი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ალექსანდრეს მამა ფილიპე მოკლა მისმა პირადმა მცველმა, მსგავსადმე ალექსანდრეს სიკვდილს უკავშირებდნენ მხედართმავრ ანტიპატროსს და ანიტპატროსის შვილ  კასანდრას(რომელმაც  შემდგომ დაუკვეთა დაქვრივებული როქსანასა და პატარა ალექსანდრეს მკვლელობა) ზოგიერთი ანტიკური დროის ისტორიკოსი იმასაც კი ამბობდა, რომ საქმეში არისტოტელეც იყო გარეული და მას ანტიპატროსის ოჯახათან ურთიერთობა ჰქონდა. დღესდღეობით კი მედიცინის ექსპერტები ერთმანეთის საპირისიპირო ვარაუდებს გვთავაზობენ: ზოგი მის სიკვდილს  მალარიას უკავშირებს, ზოგიც  ფილტვში შეჭრილ ინფექციას, დაზიანებულ ღვიძლსა თუ ტიფს.

– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 8/8 –

მისი სხეული თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში შეინახეს

ალექსანდრეს ბალზამირება

პლუტარქე აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს სხეული ეგვიპტელებმა დააბალზამირეს ბაბილონშივე, მაგრამ წამყვანი ეგვიპტოლოგი დოქტორი უოლისი ვარაუდობს, რომ იგი თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში მოათავსეს. მისი სიკვდილიდან 1-2 წლის შემდეგ, ალექსანდრეს ცხედრის მაკედონიაში დაბრუნება იგეგმებოდა. თუმცა მაკედონიის მიმავალ მაკედონელის ცხედარს, რომელსაც მცირე რიცხოვანი ჯარი ახლდა თან – გზად  პტოლემეოსი, ალექსანდრეს ერთ-ერთი მხედართმთავარი გადაეღობა, მისი სხეული მიითვისა და ალექსანდრიაში წაიღო, რათა მაკედონელის სიკვდილის შემდგომ დაყოფილი სამეფოს თავის წილი განემტკიცებინა და თავისი სახელმწიფო ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. ალექსანდრე მაკედონელი.
  1. ბერძნულად – “შიშველი ფილოსოფოსები”; შეარქვეს ბერძნებმა ინდოელ ფილოსოფოსებს, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას მისდევდნენ 
  2. ფალანგური წყობა, მაკედონელის მამის ფილიპეს გამოგონილია, რომელიც შემდგომ მაკედონელმა დახვეწა
  3. გრძელი შუბი, რომელსაც ფალანგისტები იყენებდნენ
  4. ძვირფასი თვლებით გაწყობილი თავსახვევი ან გვირგვინი – უზენაესი ქურუმების (მეფეების) ხელისუფლების ნიშანი
  5. კულტურული პურიზმი – ნაციონალურობის შენარჩუნების იდეოლოგია, სხვა ერებთან აღრევის გამორიცხვა, ერთგვარი ნაციონალიზმი

ალექსანდრეს ბალზამირება

Comments

Popular posts from this blog

მუმიის დამზადება ძველი ეგვიპტე

მუმიებთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში, სადაც აღმერთებდნენ არა მუმიას, არამედ გარდაცვლილ ფარაონს.    მუმიფიცირების ჩამოყალიბება უკავშირდება ეგვიპტელების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს. მათი აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.   ვინაიდან, მუმიფიცირება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) გახლდათ, ის უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს, რომლებიც ფარაონის კარზე მსახურობდნენ. პრინციპში, ფარაონის კარზე მსახურებას არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, რადგან საკუთარი სხეული მუმიად რომ ექცია, ამისთვის მდიდარი ადამიანი უნდა ყოფილიყო კაცი!   მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მე...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...