Skip to main content

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი

ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე.
პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებულნი არიან ერთმანეთთან, არა მეტაფორულად, არამედ სრულად: ირემი არის მზე. როგორც მზიური ცხოველი, იგი უფლისწულთა მკვებავი უნდა იყოს. იგივეობრივნი არიან არა მხოლოდ ირემი და მზე, არამედ მზე და რძეც, რომლის მითოსური ხატი ცვრით არის წარმოდგენილი. ოქრო ასევე მითოსური მეტაფიზიკით უკავშირდება მზეს, ირემს, რძეს და, საბოლოოდ, მეფეს, როგორც სამეფო ღირსების გამომხატველი ლითონი და ბოლოს, მონადირეობა, როგორც სამეფო სპორტი, ყურადღებას იმსახურებს მითოსური ასპექტით და გვაგზავნის ზღაპრების მონადირის ბოლო შვილთან, რომელიც მონადირეობის წყალობით ეწევა ბედს და იმ მეფესთან, რომლის სამონადირეო გამოცდილებამ ქვეყანა ახალ რელიგიას აზიარა (მეფე მირიანის განსაცდელი თხოთის მთაზე ნადირობისას). ყველა ეს რეალია განფენილია მთელ  რთულ ფოლკლორში – პოეტურში თუ პროზაულში. მათი მიკვლევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია.

Comments

Popular posts from this blog

ალგორითმები

ალგორითმები  ალგორითმი  — იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას. ტერმინი  ალგორითმი  მე–9 საუკუნის შუა აზიელი მოაზროვნის  მუხამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმის  სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (Algorithmi). როგორც ცნობილია, ალ–ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედებების წესები. მისმა ტრაქტატმა  არითემტიკაში  და  ალგებრაში , რომელიც მე–12 საუკუნეში ლათინურ ენაზე თარგმნეს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია  მათემატიკის  განვითარებაზე დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ალგორითმის ქვეშ გულისხმობდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესრულების წესებს. ამჟამად, ტერმინი ალგორითმი სხვადასხვა სახის, ცალკეული წესების, საზოგადო სახელია და იგი შემდეგნაირად არის განმარტებული: ალგორითმი გარკვეულ მითითებათა სასრული მიმდევრობაა, რომლის შესრულება საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მოცემული ამოც...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.