Skip to main content

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

კოლხეთის სამეფო



კიმერიელების და სკვითების გამანადგურებელმა შემოსევებმა შეაფერხა ქართული ტომების შემდგომი განვითარება. თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო. ხელახალი აღმავლობა დაკავშირებულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილი ქართული ტომის კოლხეთის სახელთან. კოლხეთის შესახებ საინტერესო თხზულებები მოიპოვება ძველბერძენი ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზულებებში. ჰეროდოტე კოლხებს მიდიელების და სპარსელების გვერდით მოიხსენიებს, რაც ქართული ტომის სიძლიერეზე მიუთითებს.
კოლხეთი როგორც ჩანს ეწოდებოდა ტერიტორიას, პიტიუნტიდან (ბიჭვინთა) აფსარომდე (ქალაქი მდინარე ჭოროხის შესართავთან) და აღმოსავლეთით სარაპანისამდე (შორაპანი). კოლხეთში სხვა ტომებიც სახლობდნენ, მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა კოლხებს ეკავათ. ძველი წელთაღრიცხვის VI-IV საუკუნეებში კოლხეთი კარგად განვითარებული ქვეყანაა. ძალიან მაღალ დონეს მიაღწია რკინის მეტალურგიამ. რკინის გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდად განვითარებული იყო მარცვლეულის მოყვანა. მრავლადაა აღმოჩენილი ქვევრები, რაც მიუთითებს მევენახეობა-მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითრების უაღრესად მაღალ საფეხურზე იყო ოქრომჭედლობა.
კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა საბერძნეთთან. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაციის პერიოდი. ბერძნული ახალშენების (კოლონიების) დაარსებას, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. კოლხეთი ისეთივე დამოუკიდებლი იყო როგორც მეტროპოლიები. მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობა, ჭრიდნენ ფულს. შავ ზღვაზე ბერძნების კოლონიზაცია VII-VI საუკუნეებში იწყება. პირველობა მცირე აზიის ქალაქებს შორის მილეთს ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოს კოლონიებიდან აღსანიშნავია პიტიუნტი (ბიჭვინთა) დიოსკურია (სოხუმი) გიენოსი (ოჩამჩირე), ფაზისი (ფოთი), ქობულეთ-ფიჭვინია (ქობულეთ). ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფაზისი. მის დაწინაურებას ხელს უწყობდა ის დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამუდარიასკასპიის ზღვის და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფაზისით (რიონი) შავ ზღვამდე, აქედან კი ბერძნულ სამყაროსკენ მიემართებოდა. ამ პერიოდში ფაზში გაჩნდა ვერცხლის მომპოვებელი საბადოები. ბერძნული ახალშენები აღმოცენდა იმ ტერიტორიებზე სადაც ადრე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისგან დასახლებული პუნქტები. კოლხური მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობა რომ შერეული იყო, ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. ამიტომ დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც ჩრდილოეთში. აღმოსავლეთის კოლონიებმა ბერძნებს ვერ მოუპოვა კოლხებზე გავლენა.
კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ: მარცვლეული, ხე ტყე, ლითონი, გაჰყავდათ მონები. ბერძნებს კოლონიებში შემოჰქონდათ: კერამიკული ნაწარმი, სამკაული, ზეთი, ღვინო. ღვინო ბერძნებს ალბათ თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და აქ მის სავაჭროდ შემოტანა ნაკლებადაა სავარაუდო.
ბერძნული კულტურა დიდ გავლენას ახდენდა კოლხურ კულტურაზე და სოციალ ეკონომიურ ცხოვრებაზე. მათი საშუალებით კოლხეთი უშუალოდ უკავშირდებოდა ბერძნულ სამყაროს, რომელიც ამ პერიოდში მოწინავე იყო მთელ მსოფლიოში. კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთანაც, ყირიმში აღმოჩენილია კოლხური თეთრი. აგრეთვე ურთიერთობები ჰქონდა სამხრეთ შავიზღვისპირეთთან და ისეთ შორეულ ქვეყნებთან, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე.
კოლხეთში არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაარსებული ქალაქები. ამას ცხადყოფს არქეოლოგიური გათხრები საირხეშივანში და დაბლაგომში, სადაც ნაპოვნია ძველი ქალაქის ნაშთები. საინტერსოა IV საუკუნის ისტორიკოსის ცნობა, რომ მდინარე ფაზისის ზევით აყოლებაზე 180 სტადიონის მანძილზე, დიდი ბარბაროსული ქალაქია საიდანაც იყო მედეა. ეს ქალაქი დღეისთვის მიკვლეული არ არის მაგრამ მისი მოხსენიება ბარბაროსულ ქალაქად იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ეს ქალაქი მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა.
კოლხეთის მაღალგანვითარებაზე მიუთითებს ადგილობრივი ფულის არსებობა. ძველი წელთარიცხვის VI-III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა ფული რომელიც, კოლხური თეთრის სახელითაა ცნობილი. კოლხური თეთრი აღმოჩენილია (ტრაპიზონშიყირიმშიშუა აზიაში - ფერგანის ველზე), რაც იმას მიუთითებს რომ ის ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო ვაჭრობაში.
კოლხელებს ურთიერთობები ჰქონდა სპარსელებთან. აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო მრავალი სახელმწიფო, მათ შორის ქართული ტომებისგან დასახლებული ტერიტორიებიც. კოლხეთი აქემენიანთა იმპერიაში არ შედიოდა მაგრამ კოლხეთი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთში აგზავნიდა 100 ბიჭს და 100 გოგოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში არსებულ ქართულ ტომებზე. დაცულია საინტერესო ცნობები ქსენოფორტისთან. ქსენოფორტის ნათქვამს დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ის ყველაფრის თვითმხილველია რასაც ამბობს. ის წერს რომ კოლხეთში მეფობდა აიეტის შთამომავლობა.


ქართლის სამეფო




ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 30-იან წლებიდან ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაწყებულმა დაპყრობებმა ძირფესვიანად შეცვალა მრავალი ხალხის და სახელმწიფოს განვითარება. ძველი მსოფლიოს ამ უდიდესმა მოვლენამ გავლენა იქონია საქართველოზეც. სწორედ მაკედონელის სახელს უკავშირებენ ქართული წყაროები აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს შექმნას. ლეონტი მროველის (XI საუკუნე) მიხედვით, ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი და აქ მმართველად დატოვა, თავისი სარდალი აზო . აზომ დაიმორჩიალა არა მარტო ქართლი არამედ კოლხეთიც და 24 წლის განმავლობაში მართავდა მას. მის მმართველობას ბოლო მოუღო აჯანყებამ . აზო დაიღუპა ფარნავაზმა კი თავი მეფედ გამოაცხადა.
ალექსანდრე მაკედონელამდე ქართლის მმართველი იყო მცხეთის მამასახლისი. ძვ. წ. VI საუკუნეში სწორედ მცხეთის მამასახლის სთხოვეს ქართლში დასახლება იერუსალიმიდან ლტოლვილმა ებრაელებმა, მას შემდეგ რაც იერუსალიმი აიღო ნაბუქოდონოსორმა. ქართლში ყველა თემს თავისი მამასახლისი ჰყავდა, მათ შორის კი უზენაესი იყო მცხეთის მამასახლისი. მას ძირითადად მოსამართლის და მრჩევლის ფუნქცია ჰქონდა. უკანასკნელი მცხეთის მამასახლისის სამარას ძმის შვილი იყო ფარნავაზი ამიტომ მას ეკუთვნოდა მეფის ტიტული. სხვანაირად აღწერს მეორე ქართული წყარო IX საუკუნის ” მოქცევაჲ ქართლისჲ” აქაც საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის დაპყრობაზე და აღნიშნულია
” თანაჰყვანდა ალექსანდრეს მეფეს აზოჲ, ძე არიანქართლისა მეფისაჲ და მას მოუბოძა მცხეთასაჲ საჯდომად” შემდგომ აზო წავიდა არიან ქართლში წამოიყვანა იქიდან თავისი ხალხი და მათთან ერთად დასხდა მცხეთის ტახტზე აზომ თან მოიტანა ორი კერპი გაც და გაიმ .
ვიკიციტატა„და ეს იყო პირველი მეფეჲ მცხეთის შინა აზოჲ და მოკუდა და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი და დასდვა სახელი მისი არმაზი.“
ამ წყაროს მიხედვით აზო არის არიანქართველი და არა მაკედონელი. არსებობს მოსაზრება რომ არიან ქართველი, ირანელ ქართველს ნიშნავს ანუ იმ ტერიტორიას რომელიც შედიოდა აქემენიანთა იმპერიაში და დასახლებული იყო ქართველებით. აზო სამხრეთ ქართულ ტომთა რომელიღაც გაერთიანების წარმომადგენელი იყო. ორივე ქართული წყარო აღწერს ერთსა და იმავე ამბავს- ბრძოლას სამხრეთ და აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანებებს შორის, ოღონდ აღწერენ საკუთარი თვალთახედვით. მართალია ლეონტი მროველიც და ” მოქცევაჲ ქართლისაიც ” აზოს მფარველად მაკედონელს ასახელებენ. მაგრამ ალექსანდრე მაკედონელი სამხრეთ კავკასიით არასოდეს არ დინტერესებულა და აქ არასდრო ულაშქრია. სამაგეროდ კავკასიით (უფრო ზუსტად აქ გამავალი სავაჭრო გზებით) დაინტერესდნენ მისი იმპერიის დანგრევის შემდგომ წარმოქმნილი სახელმწიფოები. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო სასტიკი ბრძოლა მის სარდლებს შორის, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც დიადოხოსები (მემკვიდრეების) სახელით. საბოლოოდ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სამ ნაწილად დაიშალა: სელევკიდების სამეფო (სირია, შუამდინერეთი, ირანი), ეგვიპტე და მაკედონია.
ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზი დაუკავშირდა ეგრისის (დასავლეთ საქართველო) მმართველს ქუჯს, გამოიყენა ჩრდილო კავკასიელთა სამხედრო ძალა, მხარდაჭერა სთხოვა სელევკიდების სამეფოს. აზომ საბერძნეთიდან მიიღო სამხედრო ძალა, მაგრამ ის ბრძოლის ველზე დაეცა.ფარნავაზიც და აზოც თავიანთ ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალას.
გამარჯვებული ფარნავაზი იწყებს სახელმწიფოში რეფორმების გატარებას. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად საერისთაოებად. ერისთავებს ევალებოდა საერისთაოებში ჯარის შეკრება, ხარკის აკრეფა და ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია შიდა ქართლი დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდგომ მეორე პირი იყო სახელმწიფოში, ერისთავებიც მას ემორჩილებოდნენ. სულ შეიქმნა რვა სერისთაო, მათ შორის შედიოდა ეგრისიც რომელსაც ქუჟი განაგებდა. ქუჯმა დიდი დახმარება გაუწია ფარნავაზს, ამიტომ ფარნავაზმა ქუჯს თავისი და ცოლად მისცხა.მეორე და კი ოვსთა ხელმწიფეს მიათხოვა . თვითონ კი ჩრდილო კავკასიელი დურძული ქალი მოიყვანა.
ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი არმაზი. არმაზი საერთო ქრთული ხვთაება გადა . ამისთვის, ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები გაც და გაიმ. ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნას. ფარნავაზის მეფობის ხანის განსაზღვრა რთულია.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...