Skip to main content

საშინელებათა ისტორია - მოხეტიალე სული

საშინელებათა ისტორია - მოხეტიალე სული

       ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში ვბრუნდებოდი. მე მიყრუებულ ადგილას
ვცხოვრობ, ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის 
ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი
მეგობარი შეიწირა, 4 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ ადგილს ვკვეთდი, როცა 
წინ შავმა ფიგურამ გაიარა და ტყეში შევიდა. როცა გზაზე გადადიოდა, 
დავუსიგნალე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. სანამ სახლამდე მივედი, სულ იმის 
ფიქრში ვიყავი, რა იყო ეს. ცხოველი რომ ყოფილიყო, დასიგნალებაზე მოიხედავდა
ან გაიქცეოდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ავარიაში მოხვედრისას 
გარდაიცვალა, მაღალი სიმპათიური ბიჭი იყო. ეს ფიგურაც თითქოს მისი სიმაღლის
იყო. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემითრია ფიქრებმა. 
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა გვიან ღამემდე ვუყურებდი ტელეარხ 
HBO-ს, უცებ ისეთი ხმა მომესმა, თითქოს სამზარეულოში ვიღაც ჩემი ლეკვის 
საჭმელს მიირთმევდა. შევედი სამზარეულოში და ვნახე რომ ჩემი კატა ყოფილა. 
გამიკვირდა, რადგან ის მუდამ გარეთაა და სახლში სახლში თითქმის არ შემოდის, 
კარიც კაი ხნის ჩაკეტილი იყო. ავიყვანე და გავიყვანე გარეთ. შემდეგ 
შემოვბრუნდი და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო !
არანაირი აზრი არ მომდიოდა, როგორ შევსულიყავი სახლში. დავურეკე ჩემს 
ბოიფრენდს და მოვუყევი რაც მოხდა. ლაპარაკში შევყევით და უცებ მითხრა, რომ 
ჯინსის უკანა ჯიბეში გასაღები იპოვა. დედამისი რამდენიმე დღის წინ ახალ 
სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. ამის 
მერე მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 
მეორე დღეს ჩემი ბოიფრენდი მესტუმრა. გვშიოდა და პიცა გამოვიძახეთ, მან 
კი ის გასაღები მაჩვენა, რომელზეც გუშინ მესაუბრა. ჩემსას მივამსგავსე და 
ხუმრობით ვუთხარი, “აბა ჩემს კარებს თუ გააღებ?” ის მართლაც გავიდა გარეთ 
და კარი ჩაკეტა. შემდეგ მოარგო გასაღები საკეტს და ის გაიღო ! “ჰმ, შენ 
გაუხსენი გუშინ კარები ჩემს კატას?” გავეხუმრე ისევ, თუმცა თავში ათასგვარი
ფიქრი მიტრიალებდა. ის მიხვდა ჩემს აზრებს და გასაღებზე ჩამოაგდო საუბარი.
მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში. ჩვენ ორი 
წელია ერთად ვართ და ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ის 
მომატყუებდა ან გასაღებს მომპარავდა. პიცა შევჭამეთ და სამზარეულოში 
გავედი, რომ რამე სასმელი მენახა. უცებ შევნიშნე, რომ სტუმრების საწოლ 
ოთახსა და მშობლების აბაზანაში შუქი ენთო. 
მამაჩემი ცნობისმოყვარეა და ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება სახლში, 
როცა ის სხვაგანაა. უკანა კარებთან კამერა აქვს დამონტაჟებული, რომელიც 
მოძრაობისას ირთვება და 30-30 წამიან ვიდეოებს იღებს, შემდეგ კი ელექტრონულ
ფოსტაზე ეგზავნება. რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, დამირეკავდა და მკითხავდა, 
მაგრამ მისგან ზარი არ ყოფილა. მე და ჩემმა ბოიფრენდმა ყველა ოთახი 
შევამოწმეთ, ყველა წერტილი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. 
ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც 
მითვალთვალებს. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას და მანქანის მართვაშიც ხელს 
მიშლის. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს “რაღაც” ცდილობს ჩემს ბოიფრენდს 
წამაჩხუბოს. რა უნდა ჩემგან? როგორ მოვიშორო? ვილოცე, მასთან კონტაქტის 
დამყარებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე 
პროფესიონალის დახმარება დამჭირდება.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...