Skip to main content

შარლევილის ციხე

შარლევილის ციხე



შარლევილის ციხე ირლანდიის ციხეების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ხალხი ხშირად სტუმრობს. მასზე ცუდი ხმები დადის.
შარლევილი მრავალი წელი მიტოვებული იყო. როცა მუშებმა ციხის რემონტი დაიწყეს, აღმოჩნდა რომ ისინი მარტო არ იყვნენ. მუშებს სულები აწუხებდნენ, რომლებიც ციხეში ბინადრობდნენ. დიდ კიბეზე ხშირად ხედავდნენ გოგონას მოჩვენებას, რომელსაც ჰარიეტი ერქვა და რომელიც სიცოცხლეში ამ კიბეზე დაგორდა, რამაც საბრალო ახალგაზრდა მოკლა.
ციხეში მისული ხალხი ამ კიბეზე ასვლის დროს სიცივეს გრძნობდა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ დაინახა ჰარიეტი როგორ დაგორდა კიბეზე. ხანდახან მას ბავშთან ერთადაც ხედავენ. ბავშვების ხმა ესმით. ხმები პატარების ოთახებიდან ისმის, რომლებიც უკვე მრავალი წელია რაც ცარიელია.


ციხის მცველის შვილმა მოყვა რა საშინელება გადახდა თავს. ერთხელ ციხეში თამაშობდა. კარადაში შევიდა და ამ დროს ბავშვის მოჩვენებამ კარები ჩაუკეტა! პატარა ჩაკეტილი იყო და საშველად დედას დაუძახა, რომელმაც შვილი იქიდან გამოიყვანა. წყარო – Trileri.Wordpress.Com
სხვა დროს ბავშვი შარლევილის სარდაფში დაიკარგა. როცა მშობლებმა იპოვეს, პატარა ამბობდა, რომ გოგონას მოჩვენებამ ხელი მოჰკიდა და უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
ციხის მცველსაც შეემთხვა ცუდი რაღაც. ერთხელ, ღამით მარტო იყო. დასაძინებლად დაწვა და ვიღაცეების ლაპარაკის ხმა გაიგო. მთელი ღამე არ ეძინა. კარებები დაკეტილი ჰქონდა, ხელში კი ფანარი ეჭირა.
ციხესთან მიმავალ გზაზე ბევრი მუხებია. ერთ-ერთ მათგანს ,,სამეფო მუხა” ჰქვია. ლეგენდის თანახმად, როცა მუხას ტოტი სძვრება შარლევილის ოჯახის ერთი წევრი კვდება. 1963 წელს პოლკოვნიკი ჩარლზ ჰოვარდი მოკვდა – ორი კვირის შემდეგ, რაც მეხის დაცემამ თითქმის მთლიანად გაანადგურა მუხა.
შარლევილის ციხე ბევრ გადაცემაშია ნაჩვენები.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.