Skip to main content

კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს


ნაპოვნია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი. როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე დღეს სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება.


"მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

თავად მაია რამიშვილის განცხადებით კი, გადაჭრით არ ამბობს, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოაჩინა, თუმცა ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია.

"ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – "შეიწყალე, უფალო, ნიკალა".

მასთან ერთად, ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე. ამირან არაბულის ვარაუდით კი, ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის, რომ თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს, ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია.

როგორც დღეს საფლავის მონახულების დროს აღნიშნეს, საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ სათანადო ნებართვის გარეშე ამას ვერავინ დაიწყებს.

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.