Skip to main content

დრუიდები

დრუიდები

დრუიდები (გალური druidae, ძველირლანდიური druid) — კელტი ხალხის მსახურები და მგოსნები, რომლებიც ფარული კასტის ტიპზე იყვნენ ორგანიზებულნი და საკმაო სიახლოვეს ამჟღავნებდნენ სამეფო ძალაუფლებასთან.
გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ. სავსებით დასაშვებია, რომ დრუიდთა ინსტიტუტი კელტებს პირველყოფილი იაფეტური მოსახლეობიდან გადაეცათ.
ახალ დასავლეთ ევროპულ ლიტერატურაში დრუიდის სახე, მეტწილად, რომანტიკული პოეზიის ნიმუშებში გვხვდება როგორც ეროვნული ეგზოტიკისა და ფანტასტიკის მოტივის მქონე. შდრ. ბარდები



ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკურ ტექსტებში სახელი დრუიდი მხოლოდ მრავლობით რიცხვში გვხვდება დრუიდები (ბერძნულად Δρυίδες, ლათინურად druides) drasidae ან drysidae ფორმები ან გადამწერთა შეცდომად უნდა მივიჩნიოთ ან მანუსკრიპტის დაზიანებად. ფორმა „dryadae“ ბერძნული ძირის უნდა იყოს, რაც ხისა და წყლის ნიმფების სახელს დრიადებს უკავშირდება. ძველირლანდიურში არის სიტყვა „drui“, რომელიც მრავლობითი რიცხვის „druid“-ის მხოლობითი ფორმაა. სიტყვის წარმომავლობის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში გაცხარებული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო გამართული, თუმცა ბოლო დროს მეცნიერთა ნაწილი ძველ ავტორებს ესესხება სიტყვის დერივაციას, მაგალითად პლინიუსი ამბობს, რომ სიტყვა დრუიდი ძველბერძნული „drus“-დან მოდის, რაც ორიგინალში მუხას ნიშნავს. სიტყვის მეორე მარცვალს ინდოევროპულ წარმომავლობას უძებნიან ძირიდან „wid“, რაც მსგავსია ზმნისა ცოდნა. ასეთ სიტყვებთან სიახლოვე სავსებით ლოგიკურია, რადგან დრუიდთა დიდი ნაწილი ევროპის მუხნარებში სახლობდა, სადაც საგანმანათლებლო ტაძრები ჰქონდათ აგებული.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.