შეშლილი მეცნიერების გიჟური ისტორიები, რომლებიც გაგაოგნებთ
როგორც წესი, მეცნიერებს აღვიქვამთ კეთილ საქმეებში ჩართულ ადამიანებად, რომლებიც პროგრესული მიღწევებით მსოფლიოს ამახსოვრებენ თავს. დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებაში ხომ სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი, თუმცა ყოველთვის ისე როდი ხდება საქმემ დადებითად ჩაიაროს. ჩემეულა წინსართებით აღარ შეგაწყენთ, ვინაიდან წინ გელით საინტერესოდ საკითხავი სტატია, სადაც წარმოგიდგენთ შეშლილ მეცნიერებს და მათთან ასოცირებულ გიჟურ ისტორიებს.

როგორც წესი, მეცნიერებს აღვიქვამთ კეთილ საქმეებში ჩართულ ადამიანებად, რომლებიც პროგრესული მიღწევებით მსოფლიოს ამახსოვრებენ თავს. დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებაში ხომ სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი, თუმცა ყოველთვის ისე როდი ხდება საქმემ დადებითად ჩაიაროს. ჩემეულა წინსართებით აღარ შეგაწყენთ, ვინაიდან წინ გელით საინტერესოდ საკითხავი სტატია, სადაც წარმოგიდგენთ შეშლილ მეცნიერებს და მათთან ასოცირებულ გიჟურ ისტორიებს.

1. Владимир Демихов. ქირურგი, (ტრანსპლანტოლოგი) რომელმაც ძაღლს მეორე თავი გადაუნერგა.
1954 წელს საბჭოთა ქირურგმა Владимир Демихов-მა თავი დაამახსოვრა მსოფლიოს თავისი ნაშრომით. მან შექმნა ტრანსპლანტაციის მიხედვით ორთავიანი ძაღლი. ძაღლის თავი, კისერი და წინა თათები გადაუნერგა გერმანულ "ავჩარკას" და ცდილობდა ძაღლი გამოეკვება მხოლოდ რძით, რომელიც მიედინებოდა გაჭრილი საყლაპავი მილიდან კუჭამდე, თუმცა ქსოვილებმა უარი თქვეს სიცოცხლეზე და ძაღლი დაიღუპა. მიუხედავად ამ წარუმატებელი მცდელობისა, დემიხოვმა 15 წლის მანძილზე 19-ჯერ გაიმეორა ექსპერიმენტი.
2. Stubbins firf. ექიმი.
19-ე საუკუნის ადრეულ ხანაში ექიმმა Stubbins firf-მა წამოაყენა თეორია, რომ ყვითელი ცხელება არ არის გადამდები და დაჭირდა გარკვეული დრო, რათა ჰიპოთეზა გამოეცადა საკუთარ თავზე. მან პაციენტის ნაღებინები, რომელსაც ჭირდა ყვითელი ცხელება, დალია. ის რა თქმა უნდა არ დაინფიცირდა, თუმცა ყვითელი ცხელება კვლავ გადამდებია. მეცნიერებმა კი მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს დაავადება გადადის სისხლით და ძირითადად კოღოს ნაკბენით.
3. Josef Mengele. სიკვდილის ანგელოზი.
ჟოზეფი იყო პატიმრების ექიმი, რომელიც განსაზღვრავდა ვინ უნდა მომკვდარიყო და ვინ გაეგზავნა ბანაკში იძულებითი შრომითი სამუშაოებისთვის. პატიმრებს შორის იგი ცნობილი იყო, როგორც "სიკვდილის ანგელოზი". ჟოზეფი სერიობით ექსპერიმენტებს ატარებდა ტყუპებზე, რომლებიც სიკვდილით მთავრდებოდა, ვინაიდან იგი ხშირად იღებდა ტყუპების ორგანიზმიდან სისხლს ანალიზებისთვის და დაემართად სისხლძარღვების რეზექცია.
მენგელი ასევე იყო ჯალათი, ის ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ატარებდა ურთულეს ოპერაციებს. კუჭ-ნაწლავის და გულის გადანერგვის ოპერაცია სრულიად გაუტკივარების გარეშე გააკეთა. ხშირად ეღუპებოდა პაციენტი, თუმცა სარგებლობდა რაღაც გავლენებით და ამიტომ ვერავინ განიკითხავდა და არ ეკითხებოდნენ თუ რა მიზეზმა გამოიწვია ამა თუ იმ პაციენტის სიკვდილი. "ფაქტობრივად ის იყო გიჟი"- ამბობს ოსვენციის პატიმარი Alex dekel-ი.
4. Johann Conrad Dippel. ექიმ Frankenstein-ის პროტოტიპი.
იოჰანი ერთ-ერთი შეშლილ მეცნიერთაგანია, რომელიც დაიბადა 1673 წელს გერმანიის ციხე ფრანკენშეიტნში. მიიჩნევენ, რომ იგი იყო Mary Shelley-ს რომანის "Frankenstein"-ის მთავარი გმირი, თუმცა ეს ვერსია დღემდე საკამათოა.
თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ალქიმიის შესწავლის შემდეგ მან შექმნა ზეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო ალქიმიკოსების ოცნება- უკვდავების ელექსირი. ელექსირი შედგებოდა ძვლების, სისხლისა და ცხოველების სხვა ნაწილებისგან. ის ასევე შეეცადა ექსპერიმენტებით ერთი სხეულიდან მეორეში სული გადაესვა, რაშიც იყენებდა ძაბრს, შლანგსა და ერბოს საცხს.
5. Giovanni Aldini.
ალდინი იყო ძმისშვილი იტალიელი ანატომიის პროფესორის ლუიჯი გალვანის, რომელმაც აღმოაჩინა თუ როგორ იწვევს მკვდარი კიდურების ხტომას ელექტრო მოწყობილობის ზემოქმედება. ალდინმა გააგრძელა ბიძის აღმოჩენები და ექსპერიმენტებს ატარებდა ცხედრებზე.
ალდინმა ყველაზე დიდი ყურადღება საზოგადოებისგან მიიპყრო, როდესაც ექსპერიმენტს ატარებდა მკვლელის ცხედარზე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს და ცამოახრჩვეს. დენის ელექტროლიტების გავლის შედეგად ცხედარი აცეკვდა და მეტიც, მან მარცხენა თვალი გაახილა. ზოგიერთ მაყურებელს შეეშინდა მართლაც არ გაცოცხლებულიყო მკვლელი, რომლის ხელმეორედ ჩამოხრჩობა მოუწევდათ, ხოლო ერთ-ერთმა მაყურებელმა კი იმდენად განიცადა შოკი ამ სანახაობით, რომ წარმოდგენის დასრულებამდე გარდაიცვალა.











Comments
Post a Comment