Skip to main content

ჰადესი

ჰადესი



ჰადესი (ძვ. ბერძნ. Ἅιδης ან ᾍδηςლათ. Pluto) — ქთონური ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. კრონოსის და რეას ძე, (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსის და პოსეიდონის ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან ჰერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროსი და ნარგიზი. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და ჰოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მოცვალებულთა სამყოფელის სახელი.მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა რომ სულები არ გაქცეულიყვნენ ჰადესის სამეფოში იყო მდინარე მლეთე რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს თვალის გუგებზე მონეტას უდებდნენ


მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰესიოდეს მოსაზრებით, როდესაც ჰადესი დაიბადა იგი მამამ შთანთქა როგორც დანარჩენი შვილები. სამი ძმის, ტიტანებზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიო გაიყო სამ ნაწილად. ჰადესს წილად შეხვდა ქვესკნელი და ძალაუფლება მკვდართა ჩრდილებზე და სულებზე. ჰადესი ითვლებოდა მიწისქვეშა სიმდიდრის, ნაყოფიერების ასევე დედამიწაზე მოსავლის ღვთაებად. ჰომეროსის გადმოცემით, ჰადესი თვითონ იცავს თავის სამეფოს. ჰომეროსი მოიხსენიებს ჰადესს, როგორც გონიერს და სტუმართმოყვარეს. ოლიმპიურ მითოლოგიაში, ჰადესი არის ერთ-ერთი თორმეტ ოლიმპიელს შორის, ასევე შედის იმ მეფეთა სამეულში რომლებმაც გაიყვეს მსოფლიო ტიტანებთან გამარჯვების შემდეგ. ჰომეროსი გვაცნობს მას, როგორც სიკვდილის ღმერთს, დამცველს თავისი ქვესკნელის სამეფოსი. როგორც სიკვდილის ღმერთი, იგი იყო საშნელი, რომლის სახელის ხსენებისაც კი ეშინოდათ და მის სახელს ანაცვლებდნენ სხვადასხვა ეპითეტებით მათ შორის სახელი პლუტონით, რომელიც მეხუთე საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა. საბოლოოდ ამან შეცვალა მისი ორიგინალური დასახელება, რომლითაც ჰომეროსი მოიხსენიებდა. ასეთი მეთოდით ჰადესმა პლუტონში გააერთიანა დამოუკიდებელი ღვთაების სიმდიდრე და ნაყოფიერება. სახელის შეცვლასთან ერთად, მოხდა ჰადესზე წარმოდგენის შეცვლა და ასევე მის სისასტიკეზე შეიცვალა წარმოდგენა. ჰადესის მეუღლეს ჰერსეფონეს ასევე მოიხნეიებენ, ნაყოფიერების და ქვესკნელის ქალღმერთად. სხვადასხვა თქმულებებში აღნიშნულია ჯადოსნური ქუდი, რომელსაც ჰქონდა თვისება გამხდარიყავი უხილავი. ციკლოპებმა ჰადესს ქუდი აჩუქეს მათი ტყვეობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ. ამ ამ ქუდს ზევსი იყენებდა ტიტანებთან შერკინების დროს. პლუტონი გამოსახულია სამ თავიან ძაღლში. ჰერაკლიტე გაიგივებულია დიონისესთან.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.