Skip to main content

ძლევაი საკვირველი დავით აღმაშენებელი



დავით IV აღმაშენებლი
მეფე, რომელმაც ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა ქართული სახელმწიფო, ვინც აღასრულა და განასრულა თაობათა მიერ საუკუნეების მანძილზე ცრემლითა და სისხლით გამოზრდილი ოცნება ერთიან საქართველოზე.
იყო "უშიში ვითარცა უხორცო" და "ყოვლად უძრავი გულითა", ბრძოლაში "ლომისებრ მყვირალი" და "გრიგალივით მიმოდამქცეველი".
მან ქრისტიანული უბრალოებითა და ერთგულებით ატარა ქართველთა მეფობის მძიმე უღელი და მტრისა და მოღალატის არდამნდობი, ქვრივ-ობოლთა და სნეულთ, შეჭირვებულთა და გლახაკთ, ზღაპრულ მზეჭაბუკად მოევლინა.
მისი ღვთისმოსაობისა და გულმოწყალების გამო მრავალი "ძლევაი საკვირველი" მიანიჭა უფალმა დავითს და მათ შორის უდიდესი - დიდგორი, რომელიც დღესაც უძლეველობისა და ზეციური მფარველობის სინონიმად შთენილა ჩვენთვის, რომელიც ქართული ჯიშისა და გენის უკვდავ საგალობლად აღვლენილა ჩვენს ისტორიაში .
ანაგებით იყო გოლიათურად ტანწყობილი და ახოვანი, სულით, გონებითა და სხეულით - ბუმბერაზი, სახით - წყობილი და სახიერი.
აღადგინა და გააერთიანა თურქ-სელჩუკთა მიერ იავარქმნილი ქვეყანა, აღაშენა ქსენონები და ციხე-ტაძრები, მათ გვირგვინად კი, - გელათის სამონასტრო კომპლექსი. ორი აკადემია გახსნა - გელათისა და იყალთოსი; ახალგაზრდათაგან უნიჭიერესნი საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა; აკადემიები იოანე პეტრიწით და არსენ იყალთოელით დაამშვენა; მოღალატეები საზღვრებს გარეთ განასხა; მტერი შეაშინა და მტრობის სურვილი დაუკარგა...
თავად მოინახულებდა ხოლმე ქსენონებში მყოფ სნეულთ, თავად ამოწმებდა თითოეულის საგებელ-საძინებელს, სამოსს, დროდადრო თავად გადიოდა სოფელ-სოფელ, რათა არავის დაეჩაგრა ობოლი, მწირი და უპოვარი, ყოველდღიუად თავად განიკითხავდა თავის ქისიდან ღარიბ-ღატაკს.
დღეებს ბრძოლასა და ზრუნვაში აღამებდა; ღამეებს კი, - ლოცვასა და კითხვაში ათენებდა. სათნოების მომხვეჭელი, გულმდუღარედ წერდა "გალობანი სინანულისანს" - გულწრფელ აღსარებას სამშობლოსთვის შეწირული სულისას, როგორც დასტურსა და მაგალითს საკუთარ თავთან მოპოვებული დიდგორისა.


                      დიდგორის ბრძოლა


დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაშიესგამარჯვება დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლისერთიანობისქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოაიმავდროულადდიდგორიქართული სამხედრო წარმატების ნიშანსვეტია.
არ იქნებოდა დიდგორირომ არა დავით IV აღმაშენებლის 32-წლიანი მოღვაწეობაარექნებოდა საქართველოს ,,ოქროს ხანა,'' დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ არმოეპოვებინამსოფლიოს ნებისმიერი ერი ამაყობს სამხედრო წარმატებებითხშირადდიდი პომპეზურობით აღნიშნავენ ამ დღესბუნებრივიაქართველებსაც გვმართებსმოვუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და სათანადო პატივი ვცეთსამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.
1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ვიწროებში მდგარ ქართველ მეომრებსგათვითცნობიერებული ჰქონდათრომ ეს დღე მათი სამშობლოსათვისმათიოჯახებისათვის შეიძლება გადამწყვეტი გამხდარიყოერი და ბერი საგანგებოდემზადებოდასამეფო კარი ჯარს საბრძოლველად ამზადებდაეკლესიებშიქართველთა გამარჯვებისათვის ლოცვას აღავლენდნენსამწუხაროდწერილობითწყაროებს არ დაუცავს ცნობებიროგორ ემზადებოდნენ ქართველები დიდგორისბრძოლისათვისეს ამბები სამუდამოდ ჩაიკარგა ისტორიის ქართეხილებშირამდენუძილო ღამეს გაატარებდა დავით აღმაშენებელი ბრძოლის საბოლოო გეგმისშემუშავებისასმტერი საკმაოდ გამოცდილი იყო და ამიტომაც ყოველივე გათვლილიდათვლილი უნდა ყოფილიყო.
მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი ნელნელა მოიწევდა საქართველოს სიღრმისაკენმტერი დიდ იმედს ამყარებდა ამ ლაშქრობაზეერთხელ და სამუდამოდ ,,ჭკუა უნდაესწავლებინათ'' ქართველთათვისრომლებმაც არა მარტო შეავიწროეს თურქსელჩუკებიარამედ ამიერკავკასიაში პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა. 1020–1021 წლები ქართველთათვის მეტად წარმატებული იყოდავით აღმაშენებელმა რამდენიმედიდ გამარჯვებას მიაღწია თურქსელჩუკებთან ბრძოლაში. 1120 წლის 14 თებერვალსქართველებმა ბოტორასთან დაამარცხეს თურქებიმალე ქალაქი ყაბალაც აიღეს დაშირვანიდან განდევნეს მტერიიმავე წლის ნოემბერში დავითმა აშორნიასთანსასტიკად დაამარცხა სელჩუკებიქართველთა წარმატება 1121 წელსაც გაგრძელდაამიერკავკასიაში ქართველთა სამხედრო უპირატესობა აშკარა იყოამითშეშფოთებულმა განძელთბილედმანელმა ვაჭრებმა და ადგილობრივმა მაჰმადიანმამმართველებმა სპარსეთის სულთანს სთხოვეს დახმარება საქართველოს წინააღმდეგბრძოლაშისულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ მთელ მაჰმადიანურ სამყაროს მიმართათხოვნითშეეკრიბათ დიდი კოალიციური ლაშქარი ქართველთა წინააღმდეგ.                                                         
სულთნის თხოვნას ბევრი გამოეხმაურაუმოკლეს ხანაში შეიკრიბა 300–400 ათასიანიარმიამას მუჰამედის ძემ სარდლად ნეჯმ ადდინ ილღაზი დანიშნააღმოსავლეთშიილღაზის სახელი დიდების შარავანდედით იყო მოსილიიგი ფლობდა ბაღდადისმარდინისა და ალეპოს ციხექალაქებსილღაზმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავიევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. 1119 წელს მან მდინარე ორონტის ნაპირებთან.სისხლიან ველზე სასტიკი გამარჯვების გამო ილღაზს ,,ნეჯმ ადდინი''–,,სარწმუნოების ვარსკვლავი'' უწოდეს.
 ნეჯმ ადდინ ილღაზთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ დუბაის ემირი იბნსადაყათოღრულ მოჰამედის ძეთუღან არსლან კუზიანიგანძის ათაბაგი და სხვამაჰმადიანი მმართველებიაგვისტოს დასაწყისში მაჰმადიანური კოალიციასაქართველოსაკენ დაიძრაილღაზი ჯერ არზრუმში მოვიდასწორედ აქ უნდამოეყარათ თავი სხვადასხვა მხრიდან წამოსულ ილღაზის მოლაშქრეებსთოღრულმოჰამედის ძე განძის მხრიდანხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდანმოემართებოდაშეხვედრა თრიალეთში იყო დათქმულიდავით არმაშენებლისისტორიკოსის მიხედვითმტერი ,,მოვიდეს თრიალეთსმანგლისს და დიდგორთარომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა''. დავით აღმაშენებელიდიდგორის ვიწრობებში ელოდებოდა მტერსრომელიც იყო ,,სიმრავლითა ვითარცაქვიშა ზღვისა''. სრულიად სამართლიანად მიუთითებს აკადროინ მეტრეველირომდიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავითაღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევადიდგორის ვიწრობები მტერსსაშუალებას არ მისცემდაგაშლილიყო და თავისი რიცხობრივი უპირატესობაგამოეყენებინამაგრამ მაჰმადიანური კოალიციის დიდგორზე შემოტყუება არც ისეადვილი იყოილღაზს ჰქონდა თბილისამდე მისაღწევი სხვა გზაცდავითის წინაშეიდგა ერთი ამოცანამას სამხედრო ეშმაკობით უნდა მოეტყუებინა მტერი და ისე უნდამიეყვანა ქარტველებისათვის საჭირო პოზიციებზერომ ის ვერაფერს მიმხვდარიყოსხვაგვარად გეგმა ჩაიშლებოდამაჰმადიან ავტორს ქემალ ადდინს აქვს ერთი ცნობარომელიც ნათელს ჰფენს ქართველთა სამხედრო ხრიკსისტორიკოსი მოგვითხრობს: ,, მუსლიმანებმარომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი (ქართველებიმისდიეს მტერს და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე ''. როგორც ვხედავთდიდგორი არ ყოფილა ქართველებისა და მაჰმადიანური კოალიციის დაპირისპირებისპირველი პუნქტიამ სამხედრო კამპანიის ფარგლებში მათ მანამდეც ჰქონიათშეტაკებამაგრამ ქართველები მასში დამარცხებულანაქ ერთი რამაა გასარკვევიქართველები მართლა დამარცდნენ თუ სტრატეგიული მიზნების გამო დამარცხებისსცენა გაითამაშესროგორც ჩანს ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მისაღებიარამეთუსწორედ ამ სამხედრო ხრიკის დახმარებით დავითმა მტერი საფარში შეიტყუაის ვინცდიდგორზე ყოფილა დამეთანხმებაჭკვიანი და გამოცდილი სარდალი აქ ჯარსნამდვილად არ შეიყვანსმით უმეტესთუჯარის ჯარის რიცხვობრიობაზე აკეთებსაქცენტსილღაზი საკმაოდ გამოცდილი იყო იმისათვისრომ სამხედრო სტრატეგიისეს ელემენტარული დეტალი არ სცოდნოდაჩვენი აზრითილღაზს ქართველები უკვე,,დამარცხებული'' ეგონაროდესაც დიდგორზე მივიდაამის იმიტაციადავითმაშეუქმნაამდენადსაქართველოს საზღვრის გადმოლახვიდანვე ილღაზს ეგონარომმოქმედებდა საკუთარი სამხედრო გეგმის მიხედვითარადა ეს იყო ქართველთამხედართმთავრების მიერ წინასწარ შემუშავებლი სტრატეგია.
1121 წლის 12 აგვისტოგარიჟრაჟიდიდგორის ველზე ჯერ კიდევ სიწყნარეამხოლოდაბჯრის ჟღარუნი და ცხენების ფრუტუნი ისმისაქააქ მეომრები გადასძახებენერთურთსდავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანახუცესები მეომრებსლოცავენანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობითბრძოლის დაწყების წინდავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს მეომრებისთვის,,მეომარნო ქრისტესანოთუ ღვთის სჯულის დასაცავადთავდადებით ვიბრძოლებთარამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა,არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთდა ერთს რასმეგირჩევთრაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგიიქნებაჩვენყველამხელების ცისკენ აპყრობითძლიერ ღმერთსაღთქმა მივცეთრომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზედავიღუპებით და არ გავიქცევითდა რათა არ შეგვეძლოს გაქევა,კიდეც რომ მოვინდომოთამ ხეობის შესავალირომლითაცშემოვსულვართხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერსროცამოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანადმტკიცე გულითდაუნდობლად შევუტიოთ,''

ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მეომარიმათ უდიდესი მისიადაეკისრაბრძოლის ბედი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზეროგორშეასრულებდნენ მეფის დავალებასმათ თავიდანვე იცოდნენრომ სამშობლოსრწმენისა და მეფის ერთგულებისათვის სიკვდილზე მიდიოდნენრაოდენგულდასაწყვეტიარომ ამ 200 გმირი ქართველის სახელი არ ვიცითგათენდაუეცრადქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისაკენ დაიძრამორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეულიმტერმა იფიქრადანებებასაპირებენო და კარგა ღრმად შეუშვეს ბანაკშიუეცრად ქართველებმა იარაღი იშიშვლესდა მოწინააღმდეგეს დაერივნენილღაზის მეომრები დაიბნენსანამ გონსმოვიდოდნენდავით აღმაშენებელმა მტერს რამდენიმე მხრიდან შეუტიალაშქრისცენტრს დავითი ედგა სათავეშიფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულისჯარები იყო განლაგებულიბრძოლის დაწყებისთანავე დემეტრე უფლისწულიდიდგორის მთიდან დაეშვა და ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტიაპირველივეშებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყასარკინოზები არ ელოდებოდნენ ქართველთაასეთ სწრაფ და ფართომაშტაბიან იერიშსდავითმა მართლაც გენიალური სამხედროგეგმა დაუპირისპირა ილღაზსმტერი 300–400 ათასამდე იყოხოლო ქართველთალაშქარი 55 600 მოლაშქრისაგან შედგებოდასარკინოზთა რიცხვობრივიუპირატესობა იმდენად დიდი იყორომ ხანგრძლივ ომს ქართველთა ლაშქარი ვერგაუძლებდაამიტომაც პირველ შეტევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდაყველაფერიგეგმის მიხედვით წარიმართაბრძოლა სამ საათამდე გაგრძელდამტერმა ვერგაუძლოქართველთა იერიშს და უკუიქცაბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყოილღაზის არმიას ქართველებმა დიდგორიდან 70 კმ მანძილზე სდიესტყვე და ალაფიაუარებელი იყომართლაცდიდგორზე ქართველობამ შეუძლებელი შეძლოშემთხვევით არ არისრომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას ,,ძლევაისაკვირველს'' უწოდებს.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებდა დიდგორის გმირებსმათიხსოვნის უკვდავსაყოფად კი ქართველმა ხალხმა ეროვნული დღესასწაული,,დიდგორობა'' დააწესა.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ჩემი აზრით, დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში, ცხადია იყო ქართველი ხალხის გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისათვის ბრძოლაში, მაგრამ იგი ამასთანავე ეხმაურებოდა ამიერკავკასიისა და საერთოდ კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებს, მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ კავკასიის ხალხებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ბრძოლის მოგებაში. ქართველთა ლაშქარში შედიოდა საქართველოს მფლობელობასა და გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოსახლეობაც: ყივჩაღები, ოსები, სომხები, შირვანელები და სხვა.
    დამეთანხმებით, რომ დიდგორის ბრძოლა მოიგო საქართველოს სამეფოს ლაშქარმა, მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ, მაგრამ მათთან ერთად იმ მშრომელმა მოსახლეობამ, რომელმაც უზრუნველყო ეს ლაშქარი ცხენებით*, იარაღ-საჭურველით, სურსათ-სანოვაგითა და ყველაფერი იმით, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის.
     ასევე ,ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის ხელმძღვანელობას, სარდლობას, ამ მხრივაც საქართველოს ლაშქარი უნაკლო იყო. მის სათავეში იდგა საქართველოს  გამოჩენილი მხედარმთავარი და უდიდესი მოღვაწე დვით მეოთხე აღმაშენებელი.
    „ძლევაი საკვირველი“-გამარჯვება საკვირველი - ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას.ქართლის გულში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი მტრის განადგურება ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქრით, ხომ მართლაც საკვირველი ძლევა იყო.
      დიდგორის ველმა, საკვირველი გამარჯვების ადგილმა, დღემდე შემოინახა 892წლის წინათ მომხდარი ბრძოლის არა ერთი ნაკვალევი, უნდა ავღნიშნოთ, რომ დიდგორის ქედზე , „სათოვლიასა“ და „ნაბალიერების“ თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას“ ეძახის. ეს მთა ამავე სახელწოდებით აღნიშნულია რუკებზედაც და სავარაუდოდ მთის ამგვარი სახელი „დავით აღმაშენებელთან და დიდგორის გამარჯვებასთან“ უნდა იყოს დაკავშირებული. ამას გარდა, დიდგორის უმაღლესი ყორღანი ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონეა: იგი ხალხში  შემონახული გადმოცემით „დიდგორის ბროლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა“. გადმოცემით, ამ საერთო სამარეს გამარჯვებულმა „ლაშქარმა, აუარ- ჩამოუარა და მუჭა-მუჭა, ზოგმა კი კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა“ - თურმე ასე შეიქმნა ეს ხელოვნური ბორცვიც. დიდგორის ველი, მისი ბორცვები მართლაც, ალბათ, მრავლად ინახავს ჩვენთვის უცნობ და უსახელო თავდადებულ მებრძოლთა უკვე მტვრად ქცეულ ნაშთსა და იარაღ-საჭურველს.
      მრავალმა საუკუნემ გაიარა დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროიდან. 892წელი გავიდა დიდგორის - „ძლევაი საკვირველიდან“ და მისი შედეგის -თბილისის  შემოერთებიდან. ამ ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდში ქართველ ხალხს არაერთხელ ჰქონდა განსაცდელისა და ლხინის დღეები, არაეთხელ უზეიმია გამარჯვება თუ გაუზიარებია დამარცხების  მძიმე ხვედრი, არაერთხელ განუცდია დიდგორის სიხარული და კრწანისის ტრაგედია , მაგრამ არასოდეს დავიწყნია თავისი წარსული, ქვეყნისათვის თავდადებული გმირი წინაპრების სახელი.
      ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებლისადმი მიძღნილ ერთ-ერთ წერილს ასე იწყებდა: „არ ვიცი სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს... დავიწყება ისტორიისა, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით  მოშლისა... წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო-მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზე გადამბული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენილია, გაუგებარი და გამოუცნობია“.
      შეუძლებელია დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ დაივიწყო, რადგან მაშინ უნდა დაივიწყო, რომ ხარ ქართველი.
El espíritu del jinete.jpg

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...