Skip to main content

ცერბერი

ცერბერი


ცერბერი ან კერბერი, (ბერძნ. Κέρβερος) — ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი. მიწისქცეშა სამყაროს (ჰადესის) კარების მცველი საშინელი ურჩხული. მას ჰქონდა სამი თავი, მის კისერზე გველები იკლაკნებოდნენ და კუდი ლაშდაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. ცერბერი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი — არავის. მხოლოდ ერთადერთმა — ორფეოსმა შეძლო ჯადოსნური სიმღერით დაეძინებინა კერბერი და გამოპარულიყო მიწისქვეშეთიდან.

ჰერაკლეს გმირობა


მიკენეს მეფემ — ევრისთევსმა დაავალა ჰერაკლეს ჰადესიდან კერბერის ამოყვანა. დიდი ხნის სიარულისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ჰერაკლე მივიდა მიწისქვეშეთის მეფე ჰადესთან და კერბეროსის გატანება მოსთხოვა. ჰადესს გაუკვირდა ჰერაკლეს ნახვა და სათხოვარი, დაეთანხმა, მაგრამ იმ პირობით, თუკი გმირი კერბერს ცარიელი ხელით დაიმორჩილებდა. რკინისავით მაგარი ხელები შემოაჭდო ჰერაკლემ ურჩხულს და მოსთხოვა გაჰყოლოდა, მაგრამ კერბეროსი არ ნებდებოდა. დიდხანს აწამა ურჩხული ჰერაკლემ და ბოლოს ნახევრად მკვდარი აიტაცა და წამოიყვანა. მეტისმეტად შეაშინა უკუნეთის მკვიდრი დღის სინათლემ, იგი მთლიანად ცივმა ოფლმა დაფარა, აცახცახდა და დაღრენილი ლაშებიდან მომწამლავი დუჟი სდიოდა, დუჟისგან შხამიანი ბალახები იზრდებოდნენ. ჰერაკლემ კერბერი მიკენში მიიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა, მაგრამ მეფე დანახვისთანავე შიშმა შეიპყრო და შეევედრა გმირს, კვლავ ჰადესში წაეყვანა ეს საშიშროება. ჰერაკლემ შეისმინა და კვლავ თავის სამფლობელოში დააბრუნა კერბეროსი.
გადატანითი მნიშვნელობით კერბერს უწოდებენ ავ, მრისხანე დარაჯს. იგივე ლათინურად ცერბერი. [1]

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.