Skip to main content

სიზმარი როგორც მისტიკური ფენომენი

სიზმარი როგორც მისტიკური ფენომენი



რა არის სიზმარი, როდის და რატომ ვხედავთ მას, შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი და სიზმრებით წინასწარმეტყველება? ეს კითხვები დღემდე დიდ თავსატეხს წარმოადგენს მეცნიერთათვის და ზუსტი პასუხი დღემდე არ არსებობს. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება და აღგზნება განაპირობებს. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით სიზმარში ფანტაზია იმას წარმოადგენს, რის მიმართაც ვართ განწყობილი. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის რაც გვაწუხებს, გვაღელვებს და რისი შიშიც გვაქვს. სიზმარს მხოლოდ ვიზულაური მხარე ახასიათებს. იგი არ მოცავს სუნს და გემოს; ან შავ-თეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმული ან სულაც ვინმე მოგდევთ გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ..
მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის მიმდინარეობისას ეღვიძება და შესაძლებელია რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ისიც აღარ ახსოვდეს. ამ თემით იყო დაინტერესებული დიდი ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები. რისთვის ვხედავთ სიზმრებს? ზიგმუნდ ფროიდმა წამოაყენა იდეა, რომ სიზმრები გვისრულებენ იმ დაფარულ, გაუცნობიერებელ, ხორციელ თუ სულიერ სურვილებს, რომლებიც გონებაში ღრმად გვაქვს ჩაჭედილი და ხშირად საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით მათში. გარდა ამისა, სიზმრები ადამიანის გონებას ავარჯიშებს, ხშირად შეიძლება სიზმარში ისეთი რაღაც ამოვხსნათ, მოვიფიქროთ ან გადავჭრათ, რაც ცხადში ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია. ეს ფენომენი მეცნიერებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს დიდ თავსატეხს უჩენს. ვერაფრით ხსნიან, როგორ ახერხებენ ადმიანები ძილში დაწერონ ლექსები, მუსიკა, გააკეთონ აღმოჩენები, რომელიც არცთუ იშვიათად ხდებოდა ცნობილი ადამიანების შემთხვევაში. სავარაუდოდ მთავარი ისაა, თუ რა განწყობა გრჩება სიზმრის შემდეგ და როგორ აისახება ის შენზე.
არის თუ არა შესაძლებელი სიზმრების კონტროლი? გააზრებული სიზმარი არის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინოს საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალური და მკვეთრი შეიძლება იყოს.
ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი აღარ განმეორდეს ან პირიქით. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიზმრების კონტროლი და მითუმეტეს მათი შეკვეთა შეუძლებელია. ზოგიერთის აზრით კი სიზმრის ნაწილობრივი კონტროლი რომ შეგეძლოს საჭიროა პრაქტიკა. არის რამდენიმე ვარჯიში, როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე, ან ყურადღების ვარჯიში, რომ თვითონ ჩაძინების მომენტში არ გამოგეპაროს და ძილის წინ ღრმად შეძლო გონებაში იმის გაცნობიერება, რომ იძინებ და რაც შეიძლება შემდგომ მოხდეს ეს მხოლოდ არარეალური, წარმოსახვა და სიზმარი იქნება..
რამდენად შესაძლებელია სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება? ზოგს მიაჩნია, რომ სიზმრები ეშმაკისეულია, ზოგი კი პირიქით – ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს. ფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, არ დავუჯეროთ და არ მივაქციოთ ყურადღება. ნაწილი კი აღიარებს, რომ სიზმარი ხშირად გვიწინასწარმეტყველებს თუ რა მოხდება. ხანდახან პირიქითაც ხდება, სიზმარში იმას ხედავ რაც უკვე იყო, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე “გულში ჩაგყვაო”. საქმე იმაშია, რომ ხშირად იმდენად ვართ დამოკიდებული მათზე და გვჯერა, შემდგომ სიზმარი ისეთ გავლენას ახდენს ჩვენზე, რომ მომდევნო დღეს გაუცნობიერებლად იმას ვაკეთებთ, რაც სიზმარში ვნახეთ, ანუ მოსახდენს ჩვენ თვითონ ვახდენთ და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ ვართ წინაწარმეტყველები და წინასწარ ვიცოდით რაც მოხდებოდა.
და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, თუ რა არის სიზმარი და რატომ ვხედავთ მას არ არსებობს. ჯერჯერობით, მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთი მტკიცე შეხედულება, რომლეზეც შევძლებდით დაყრდნობას, ამიტომ სიზმრები დღემდე მისტიკურ და ამოუცნობ ფენომენად რჩება..

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...