ძველი მანქანების ყველაზე დიდი სასაფლაო: უაით სიტი, აშშ
50 მილი ატლანტის ჩრდილოეთით, ქალაქი უაითის გზისპირა მონაკვეთი. 34 აკრის ფართობზე გაშლილი შეჯგუფული სახლები. თქვენ ძველი მანქანების ყველაზე დიდი კოლექციას უახლოვდებით. აქ ვერ ნახავთ ფერარისა თუ პორშეს, მერსედესსა თუ ბენტლის, რომლებიც ახლომდებარე მეგაპოლისებში მზის შუქზე კრიალებენ.
შესასვლელში ნიშანია, რომელზეც მოკლედ და გასაგებად წერია: „აქ უკვე 80 წელია, რაც არის ძველი მანქანების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო.“
კოლექციის უმეტეს ნაწილს შეადგენენ მე-20 საუკუნის შუა ხანების ავტომანქანები. ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 4500 შეადგენს, მოდელებიდან ყველაზე ახალი კი 1972 წლით თარიღდება/
კოლექციის უმეტეს ნაწილს შეადგენენ მე-20 საუკუნის შუა ხანების ავტომანქანები. ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 4500 შეადგენს, მოდელებიდან ყველაზე ახალი კი 1972 წლით თარიღდება/
ძველი მანქანების ქალაქი“, როგორც ამ ადგილს ატლანტის შტატში უწოდებენ, 1931 წელს დაარსდა მისი ამჟამინდელი მფლობელის დინ ლუისის ოჯახის მიერ. დინის მშობლებს ქალაქ უაითში დიდი მაღაზია ჰქონდათ და სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ჰყიდიდნენ, დაწყებული ტანსაცმლით, დასრულებული მანქანის ნაწილებითა და ბორბლებით.
მეორე მსოფლიო ომში
აშშ-ის ჩართვის შემდეგ, ქვეყანაში დეფიციტური გახდა ისეთი რესურსი, როგორიც გახლდათ ფოლადი და მანქანის ბორბლები. ისინი პირდაპირ მიემართებოდნენ სამხედრო ბაზაზე, შესაბამისი დანიშნულების ამოცანების სისრულეში მოსაყვანად.
ლუისების ოჯახმა ერთგვარ ხრიკს მიმართა, შექმნა სერვის-ცენტრი, რომელიც მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების დაშლას ახდენდა. შედეგად, მაღაზია ერთ დიდ, თუმცა სპეციფიკურ „ვულკანიზაციად“
გადაიქცა.
გადაიქცა.
ოჯახის უფროსი წევრებისგან განსხვავებით, დინი სხვა აზრზე იყო, - მანქანების დაშლიდან არცთუ მცირე შემოსავლის მიღებას მან ამჯობინა გამხდარიყო კოლექციონერი.
„ავტომობილებით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როდესაც 12 წლის ვიყავი. მამაჩემმა 1940 წელს ფორდ დელუქსი შეიძინა. იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული მოდელი. მას შემდეგ მანქანების ნამდვილი
მანიაკი გავხდი. დღე ისე არ გავა, ჩემს კოლექციას თვალი არ გადავავლო. თითოეული მათაგანით ვტკბები, რადგან ჩემში განსხვავებულ ემოციებსა თუ მოგონებებს აღძრავს, “ - აღნიშნავს დინი.

1970 წელს საოჯახო „ბიზნესი“ უკვე დინის ხელში გადავიდა, რომელმაც მომდევნო წლების განმავლობაში ათობით ძველი და ნაავარიევი მანქანა შეიძინა. არცერთი მათგანი არ დაუშლია, უბრალოდ შემატა ვრცელ კოლექციას.
„როდესაც მუშაობა დავიწყე და ცოტა ფული გამიჩნდა, მანქანების შესყიდვას მივყავი ხელი. მათი ნაწილი სესხითაც მაქვს შეძენილი. დაახლოებით 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, „ძველი მანქანების
ქალაქიც“ განვითარდა, “ - წარსულს იხსენებს დინი, - „ყოველთვის მიყვარდა უჩვეულო საქმიანობით დაკავება. მინდოდა, სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამომივიდა, თუმცა მიხარია, რომ საზოგადოებას რაღაც საინტერესო მეც შევთავაზე“.

დინის კოლექცია ყოველწლიურად იზრდება. მის საყვარელ
ავტომობილად კი პაკარდის 1944 წლის კუპე რჩება. ლუისს ძალიან უყვარს ლინკოლნი. კოლექციას ამ მარკის რამდენიმე ავტომანქანა ამშვენებს. მათ შორის 1977 წელს თვით ელვის პრესლის მიერ შეძენილი ლინკოლნ მარკ V.
ავტომობილად კი პაკარდის 1944 წლის კუპე რჩება. ლუისს ძალიან უყვარს ლინკოლნი. კოლექციას ამ მარკის რამდენიმე ავტომანქანა ამშვენებს. მათ შორის 1977 წელს თვით ელვის პრესლის მიერ შეძენილი ლინკოლნ მარკ V.
მანქანების კოლექციასთან ახლოს ლუისს „ოფისიც“ აქვს მოწყობილი, სადაც ყოველდღიურად მიდის, დავთრებში იქექება, მანქანების მონაცემთა ბაზას ამოწმებს და ხშირ შემთხვევაში ღამის გასათევადაც რჩება. სახლის მეორე ნაწილში კი ერთგვარი მუზეუმია, რომლის დეკორაციებიც 50-იანი წლების დიზაინშია გადაწყვეტილი. აქ შეხვდებით ძველი დროის სათამაშო მანქანებსა და გასული საუკუნის შუა ხნის სხვა საინტერესო რეკვიზიტებსაც, რაც დამთვალიერებლებში დამატებით ინტერესს აღძრავს.
34 აკრი დაახლოებით 14 ჰექტარია. აქ დაკარგვა არც ისე რთული საქმეა. თითოეულ მანქანას საკუთარი ისტორია აქვს. ობობის აბლაბუდებში გახვეული ავტომობილები საღებავის ნარჩენებით საკმაოდ საინტერესო გარემოს ქმნის.

ლუისი თვლის, რომ მისი კოლექცია ბუნების, ხელოვნებისა და ისტორიის ერთგვარი ჰიბრიდია. აქვე იხსენებს, რომ წარსულში არაერთხელ შესთავაზეს ამა თუ იმ მოდელის გაყიდვა, თანაც საკმაოდ სოლიდურ ფასად, თუმცა ყველა შეთავაზება უარყო და ამ გადაწყვეტილებას წამითაც არ ნანობს

ტურისტების სიმცირეს ქალაქი უაითი ნამდვილად არ განიცდის. „მუზეუმში“ შესვლის ფასი მუდმივად მერყეობს, და, რაც მთავარია, ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2013 წლის სექტემბრისათვის მნახველს ფოტოაპარატის გარეშე 15 დოლარად შეეძლო კოლექციის ხილვა, ხოლო მათ, ვისაც სურათების გადაღება სურდათ, 25 დოლარის გადახდა უწევდათ.

Comments
Post a Comment