Skip to main content

სოლომონის ბეჭედი

სოლომონის ბეჭედი



მაგიური ბეჭედი შეიძლება იყოს დადებული რაიმე საგანზე ან ადამიანზე. თუ ბეჭედი საგანზეა დადებული, მაშინ ის ან დამცველობითი ხასიათისაა, ან თავდამსხმელობითი. მაგრამ მთავარი ამოცანა – შექმნილი არტეფაქტის დაცვაა. ბეჭდის ადამიანზე დადება ბევრად უფრო ძნელია. ბეჭედი ცოცხალი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რიტუალური, ( უხილავი ) ასეთი ბეჭედი კეთდება რთული რიტუალის შესრულებით. შეიძლება სხეულზე დატანილი იყოს ტატუს სახით. ასეთი ტატუ ერთგვარი ამულეტია, რომელიც იცავს მფლობელს. ( კეთდება იმ ადამიანებისთვის, რომელთა პროფესია მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. მაგ: ჯარისკაცები, მაშველები, მეხანძრეები და ა.შ. ) ასევე ბეჭედი შეიძლება სხეულზე იყოს ამომწვარი. ( მაგ: დენთით )




„სურათზე თქვენ ხედავთ სოლომონის საიდუმლო ბეჭედს, რომლითაც მან 72 მეფე – დემონი და მათი ლეგიონები დაატყვევა სპილენძის ჭურჭელში. ეს ბეჭედი უნდა გააკეთოს მან, ვინც სუფთაა შინაგანად და გარეგნულად, და ვისაც არ წაუბილწავს თავი ქალთან ურთიერთობით ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ლოცულობდა და მარხულობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს შეენდო მისთვის ცოდვები. ის ( სოლომონის საიდუმლო ბეჭედი ) გაკეთებული უნდა იქნას მარსის ან სატურნის დღეს. ( სამშაბათი ან შაბათი ) ღამით, 12 საათზე. ის უნდა დაიხატოს პერგამენტზე იმ შავი მამლის სისხლით, რომელსაც დედალთან ურთიერთობა არასდროს არ ჰქონია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მთვარე ამ ღამეს უფრო ნათელი უნდა იყოს ( ანუ, მთვარე უნდა იზრდებოდეს ) და მდებარეობდეს ქალწულში. ( ზოდიაქო ) ბეჭედს დახატვის შემდეგ, უნდა გაუკეთდეს არომატი, კვასცით, მზეზე გამშრალი ქიშმიშით, ფინიკით კედარით და ალოეთი. ამ ბეჭდის დახმარებით მეფე სოლომონი მბრძანებლობდა ზემოთხსენებულ 72 დემონს, რომლებიც დამწყვდეული ჰყავდა სპილენძის ჭურჭელში. ამავე ბეჭდის საშუალებით მან ჭურჭელი დაბეჭდა, რათა დემონები ვეღარ გამოსულიყვნენ. ასე მან მოიპოვა სხვადასხვა ადამიანების სიყვარული, მოიგო ბრძოლები, და ვერც იარაღმა, ვერც ცეცხლმა და ვერც წყალმა ვერ შეძლო მისთვის ზიანის მიყენება.“



Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.