Skip to main content

ჩინური ლეგენდა

ჩინური ლეგენდა 


1992 წელს სამყაროში სენსაციური ამბავი მოხდა , რომელიც ფიკუოკაში მცხოვრებ , 75 წლის მოხუც სეი სენაგონს ეხებოდა. მედპერსონალის შეცდომის წყალობით მოხუცმა მიიღო ჰორმონალური პრეპარატის არასწორი დოზა , რეზულტატში მას ახლიდან წამოუვიდა კბილები , კანი დაურბილდა და ნაოჭები კი გაქრა. რამოდენიმე ხნის შემდეგ აღდგა მენსტრუალური ციკლი , ახალგაზრდა ქალბატონი გათხოვდა და შვილიც გააჩინა.უკვდავების იდეა ახალი არ არის. უმეტეს რელიგიაში ღმერთები უკვდავები არიან….
უკვდავების იდეა ახალი არ არის. უმეტეს რელიგიაში ღმერთები უკვდავები არიან. მითიური არსებები ანგელოზები,დემონები,ნიმფები და სხვები ასევე მუდამ ცხოვრობენ.შეიძლება თუ არა ადამიანი გახდეს უკვდავი? კაცობრიობა ხომ დაავადების გამოც იღუპება , შეიძლება თუ არა გარკვეულ ასაკამდე სიცოცხლე?
გერონტოლოგია , მეცნიერება რომელიც ახალგაზრდა ორგანიზმის დაბერებას შეისწავლის ჯერ კიდევ არ გვაძლევს პასუხებს ამ კითხვებზე.ბიბლიაში მოხსენიებულია პატრიარქი მაფუსაილი , ნოეს მამა , რომელმაც 969 წელი იცოცხლა, მიღწევადია თუ არა ასეთი ასაკი თანამედროვე ადამიანისთვის?
გეროკომია არის მოხუცი კაცის გაახალგაზრდავება.ბრიტანულ მუზეუმში ინახება დისკო , რომელზეც წერია : ‘’აქ წევს გერიმპი, რომელმაც 115 წელი და ხუთი დღე იცოცხლა, ახალგაზრდა წაუბილწავი გოგოების სუნთქვის დახმარებით’’ . კლავდი გერიმპი იყო მასწავლებელი გოგონების სკოლაში , რამაც მას სიცოცხლე გაუხანგრძლივა.




გრაფი კალიოსტრო ირწმუნებოდა , რომ იგი უკვე რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მან ამის საიდუმლო იცოდა. იგი თავის რეცეპტს ევროპელ მდიდარ ადამიანებზე ყიდდა , თუმცა ყველა მათგანი ჩვეულებრივად მოკვდა , როგორც ჩანს კალიოსტრო უბრალო ვაჭარი იყო.
როგორც ჩანს უკვდავების საიდუმლოსთან ყველაზე ახლოს მაინც ჩინელები მივიდნენ.ჩინელი იმპერატორის ში-ხანგ ტის დროს არსებობდა ლეგენდა ბედნიერი კუნძულების შესახებ , რომელიც იყო იქ საიდანაც მზე ამოდის, ლეგენდის მიხედვით იქ გენიოსები ცხოვრობდნენ , რომლებმაც იცოდნენ როგორ ეცხოვრათ სამუდამოდ.იმპერატორმა შეკრიბა ექსპედიცია , თუმცა უკან არ დაბრუნებულა. მონაწილეები სამუდამოდ გაქრნენ , შეიძლება ისინი შტორმა შეიწირა ან უკვდავების წყარო იპოვეს და ის კუნძული ისე მოეწონათ , რომ იქ დარჩნენ.
ტან-ის დინასტიირს დროს (ჩინეთში) 618-907 წლებში , სახელმწიფო რელიგია იყო დაოსიზმი. იმ დროში დაოსიზმის სიმბოლოდ ითვლებოდა კუ, რომლებიც გალიებში ჰყავდათ დამწყვდეული.მათ ვისაც ამ რელიგიის სჯეროდათ , ფურცელზე წერდნენ კითხვას თუ რამდენი ხანი იცხოვრებდნენ , მას კუს ფეხ ქვეშ უდებდნენ და იმის მიხედვით თუ კუ საით წავიდოდა ნათელი გახდებოდა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა , ხოლო თუ საერთოდ არ გაინძრეოდა ეს იმას ნიშნავდა , რომ ადამიანი ან ავად იყო ან დაავადდებოდა და დიდი ხსნის სიცოცხლე არ ეწერა.
მონარქი-დაოსები მიზნად ისახავდნენ ორი სამყაროს შეერთებას და უკვდავების ასე მიღწევას.ამისთვის კი საჭირო იყო სპეციალური სავარჯიშოები და მედიტაციები და ასევე ‘’ოქროს ელექსირი’’, მისი ელექსირის მოპოვება კი დაოსებს მხოლოდ საიდუმლო მოსახლეობისგან შეეძლოთ , რომლებიც ჩრდილოეთის კუნძულებზე ცხოვრობდნენ.ლეგენდის თანახმად ‘’ოქროს ელექსირში’’ 999 კომპონენტი იყო მათ შორის , ალმასაცის , მიწაც , მოზარდის სპერმაც , მეჭეჭიც , ყვავის ნისკარტი და ა.შ ყველა კომპონენტი უნდა ჩაეყარათ წყალში , რომელიც მიღებული იყო იმაღლესი მწვერვალის ყინულის გადნობისგან.იმ შემთხვევაში თუ ელექსირს ერთი კომპონენტი მაინც დააკლდებოდა ან რამე სავარჯიშო არასწორად იქნებოდა შესრულებული ადამიანი კვდებოდა.თუმცა უკვდავობასაც ჰქონდა ბევრი უარყოფითი მხარე , ის ვინც უკვდავი გახდებოდა ვერ იკონტაქდებდა ადამიანებათ , იგი წეროთ გადაიქცეოდა და გაფრინდებოდა ბედნიერ კუნძულებზე და ისიც უკვდავი გენიოსი გახდებოდა.
საინტერესოა საიდან გაიგეს მონარქმა-დაოსებმა ელექსირის შესახებ თუ კუნძულიდან არავინ ბრუნდებოდა ? ამავე ლეგენდის თანახმად მონასტერში მცოხვრები სინ-მინი ნამყოფი იყო ბედნიერ კუნძულებზე მან მიიღო უკვდავება , თუმცა გადაწყვიტა გმირობა ჩაედინა , უკან დაბურუნებულიყო და დაოსებისთვის ელექსირის შესახებ ყველაფერი ეთქვა , ასეც გააკეთა, რეზულტატში კი მან არ იცხოვრა სამუდამოდ , არამედ ხუთასი წელი.
ტან-ის დინასტიირს დროს სუნ-მინი უკვე ყრუ და ბრმა იყო , ძლივსღა ლაპარაკობდა და ამიტომ ტანს საიუდუმლო ვერ უთხრა ვერ რეცეპტირს და ვერ ბედნიერი კუნძულების შესახებ.
ისტორიამ დაოსების შესახებ ბევრი არაფერი შემოგვინახა , თუმცა ისინი მუდამ იმპერატორის მფარველობის ქვეშ იყვნენ.როგორც ცნობილი გახდა მათ კინ-ტანას უკვდავების რეცეპტი გახსნეს და შემდეგ აღარ გამოჩენილან ასპარეზზე , საკუთარ სახლებში ჩაიკეტნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს , ჰიტლერმა თავისი ხალხი ტიბეტში გააგზავნა , რითი დაკავდნენ ისინი იქ დღემდე უცნობია , ალბათ უკვდავების ელექსირს ეძებდნენ.როგორც ჩანს ეს ისტორია დიდი ხნის მანძილზე ლეგენდად არ ითვლებოდა და ვინ იცის რამდენი ადამიანი შეეწირა ამ საიდუმლოს ამოხსნას.
70-იან წლებში ორი ფრანგი გაემგზავრა ჩინურ მონასტერში რათა გაეგოთ უკვდავების საიდუმლო, მათ ცადეს საიდუმლო გაეგოთ ბერებისგან თუმცა მათ სუნ-მინას ხსოვნა არ შეარცხვინეს და ამასვე შეეწირნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ , ორი ფრანგი შანხაის სასტუმროში მკვდრები იპოვეს , მათ გვერდით კი ოქროს სასმისი იდგა , რომელსაც მძაფრი სუნი ასდიოდა. როგორ ჩანს მათ მაინც მოახერხეს რეცეპტის გაგება , ან პირდაპირ დამზადებული ელექსირი წამოიღეს , მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ რომ თუ რამე არასწორად იყო შესრულებული ან სავარჯიშოები არასწორად გაკეთებული ადამიანი კვდებოდა.



ამ ფაქტის დროს ნაპოვნი სასმისი კი გაუჩინარდა…
ჩინეთში ახლაც არსებობს დაოსების ასოციაცია , რომელშიც უამრავი ადამიანია გაწევრიანებული და ალბათ კიდევ ცდილობენ დაამზადონ უკვდავების სასმისი…





Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...