Skip to main content

ძველი ეგვიპტე ნაწილი 7

ძველი ეგვიპტის კულტურა


Image result for ძველი ეგვიპტე



მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი- ეგვიპტური ცივილიზაცია ჩაისახა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მდინარე ნილოსის დაბლობში. თვლიან რომ სახელწოდება "ეგვიპტე" მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან "აიგუიპტოს", რომელიც თავის მხრივ აღმოცენდა ქალაქ ხეტ-კაპტახის სახელწოდებიდან, რომელსაც მოგვიანებით ძველი ბერძნები მემფისს უწოდებდნენ. თვით ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას "ტა კემეტათი" მოიხსენიებდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს ადგილობრივი ნიადაგის ფერის მიხედვით.
ძვ.წ. 5 000 წელს პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირთან. ამაღლებულ ადგილზე მათ ააშენეს დაწნული ქოხები, მოიშინაურეს ცხოველები, მისდევდნენ მესაქონლეობას, ასევე სოფლის მეურნეობას. ეს ადამიანები გახდნენ პირველი ეგვიპტელები, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ უძველეს ცივილიზაციას.
ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოში გამქრალი ცივილიზაციების ძეგლები, რომლებიც ისეთი საიდუმლოებით იყვნენ მოცულნი და ადამიანებში ისეთი მოწიწების გრძნობას იწვევდნენ, როგორც ძველი სამეფოს ეგვიპტური პირამიდები. "ადამიანს ეშინია დროის, ხოლო დროს პირამიდების", ამბობს არაბული ანდაზა. კაცობრიობისთვის ცნობილია ყველა ეგვიპტურ პირამიდაზე უძველესი ფარაონ ჯოსერის პირამიდის შემქმნელის სახელი, მას იმჰოთეპი ერქვა. მისი სახელი ისტორიას შემორჩა როგორც არა მარტო ხუროთმოძღვრის, არამედ ექიმის, ასტრონომის და ბრძენი კაცის სახით. ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა, უდაბნოს ქვიშნარში, ზეცისკენ აღმართული კიბის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი 60მ. სიმაღლისაა, მისი ზედა ნაწილი თანდათან ვიწროვდება. ეს ის პერიოდია, როცა საშენ მასალად აქტიურად იყენებენ ქვას, რითაც აგებდნენ ფარაონთა აკლდამებს. ასევე იყენებდნენ: გრანიტს, დიორიტს და ალებასტრსაც კი.
ძველი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრ რამეს მოგვითხრობენ მუმიები, რომლებიც ძველმა ეგვიპტელებმა თითქოს ანდერძად დაუტოვეს დანარჩენ მსოფლიოს. მუმიათა საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძველ ეგვიპტეში ადამიანი ცხოვრობდა 35-40 წელი.
დიდია ეგვიპტის ცივილიზაციის მნიშვნელობა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. ცხოვრების ყველა სფეროში თავისი მიღწევებით ეგვიპტემ დიდი გავლენა მოახდინა მეზობელ და უპირველეს ყოვლისა წინა აზიის მოსახლეობაზე...

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.