Skip to main content

ძველი ეგვიპტე ნაწილი 4

"მკვდართა წიგნი" – ძველი ეგვიპტური წარმოდგენა საიქიო ცხოვრებაზე


image



ეგვიპტე იყო ქვეყანა, სადაც მიცვალებულებთან დაკავშირებული წარმოდგენები რელიგიის ბირთვს ქმნიდა. ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი არსებობის გარდაუვალ ფაზებად იყო მიჩნეული.საერთოდაც, ადამიანის სიცოცხლე წრეზე ბრუნვად აღიქმებოდა. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი ცხრა ნაწილისაგან შედგებოდა: სხეული – ხეტ, სულიერი ინდივიდუალურუბა, ადამიანის ორეული – კა, სამშვინელი – ბა, ჩრდილი – ხაი ბიტ, სული – ახ, გული – იბ, სულიერი ენერგია – სეხემ, სახელი – რენ, სულიერი სხეული – სახ. ამათგან ორი, "ბა" და "კა" ადამიანის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უბრუნდება სააქაოს. "კა" ბრუნდება და ცხოვრობს საკუთარი მუმიის გვერდით, თავის სამარხში (ამიტომაც, ეგვიპტელები აკლდამებს "კას სახლს" უწოდებენ), ხოლო "ბა" პოულობს სხეულს, შედის მასში და განაგრძობს არსებობას. სწორედ ამ წარმოდგენამ განაპირობა ეგვიპტეში ადამიანის მუმიქიცირების სახით სხეულის შენახვა. ეს პროცესი არ იყო მარტივი. ამას მთელი ხელოვნება სჭირდებოდა, რაც ეგვიპტეში დროთა განმავლობაში მაღალ დონეზე განვითარდა.

image"მკვდართა წიგნი", რომელიც მაგიური ქმედებებისა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ამბების კრებული იყო, ოსირისს (მიცვალებულთა და მუმიფიცირების მფარველი უმაღლესი ღვთაება) დიდ ყურადღებას აქცევს. სამსჯავროს გამოსახულებებზე ოსირისი წარმოდგენილია, როგორც ტახტზე მჯდომი მეუფე გვირგვინით, მათრახითა და კვერთხით. აქვე გამოისახება სხვა ღვთაებებიც. გარდაცვლილი წარმოდგენილია ორი ღვთების თანხლებით. ამ ციკლის მთავარი ნაწილია ასევე სასწორი, რომელზეც ღვთაება თოთი (მთვარის და სიბრძნის მეუფე, ოსირისის ძე) და გვამის მფარველი ღვთაება ანუბისი მიცვალებულის გულს წონიან.გარდაცვლილს, გამართლების შემთხვევაში განსაცდელი არ მოელის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საზარელი ცხოველი შთანთქავდა.



"მკვდართა წიგნი" არაა ერთგვაროვანი. მასში ბევრი სხვადასხვა დროის ტექსტია გაერთიანებული. იგი გადმოგვცემს, თუ როგორ და რამდენგზის იცვლება გარდაცვალების შემდგომ სული, როგორ ხვდება სხვადასხვა ღვთებებს და იღებს განსხვავებულ გარეგნობას.

"მკვდართა წიგნი" არის პაპირუსი, რომელშიც ორასამდე ცალკეული თავია. ისინი წარმოადგენენ მრავალ ფორმულას, ლოცვასა და შელოცვას იმ ყოველგვარი დაბრკოლების გადასალახავად, რაც კი შეიძლება მიცვალებულს შეხვდეს გზაზე. სხვათა შორის, სულისათვის აბსოლუტური ნეტარების მიღწევა – იაილუს მინდვრებზე განსვენებაა. ეს ეგვიპტელთათვის სამოთხის ექვივალენტს წარმოადგენდა. მიცვალებული წარდგებოდა ოსირისის წინაშე.




იქვე ანუბისიც იმყოფებოდა, რომელსაც ევალებოდა გამართლებული სულის იაილუს მინდვრებზე გადაყვანა. ამ დროს იგი გარშემორტყმული იყო მიცვალებულთა სამყაროს 42 დემონით.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...