Skip to main content

ძველი ეგვიპტე ნაწილი 3

პირამიდების გავლენა ძველი ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ძველი ეგვიპტე პირველ რიგში ცნობილია თავისი გიგანტური ქვის პირამიდებით, რომლებიც ფარაონების აკლდამებს წარმოადგენდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა დიდგვაროვანი ვერ ჰპოვებდა ამ გრანდიოზულ ნაგებობებში სამუდამო განსასვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე რამოდენიმე ასწლეულია პირამიდებს შეისწავლიან, არც ისე დიდი ხნის აეხადა  ფარდა საიდუმლოს, თუ როგორ აშენებდნენ მათ ეგვიპტელები და რატომ იძახდნენ უარს მის მშენებლობაზე.
შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო“-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას.  
ზოგადად, პირამიდები და მათი აგების პროცესი სერიოზულ სოციალურ გავლენას ახდენდნენ ეგვიპტეზე. ეგვიპტელები იძულებულნი იყვნენ ქვეყნის მმართველს დამორჩილებოდნენ, თუმცა რბილად რომ ვთქვათ, ისინი არ ამართლებნენ აღნიშნულ მშენებლობას. საქმე იმაში იყო, რომ ამ მძიმე სამუშაოში ჩართული ეგვიპტელი მამაკაცები, მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ შიდა მეურნეობას, რაც ოჯახს არსებობის საშუალებას უზღუდავდა, ამასთანავე პირამიდები ეგვიპტელი ფარაონების მოთხოვნით შენდებოდა გამუდმებით, იმის მიუხედავად: იყო თუ არა ქვეყანაში ავადმყოფობა, შიმშილი თუ ომი.
ეგვიპტე პირამიდების მშენებლობის გამო არაერთხელ მისულა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე. ძველი ეგვიპტის პირველ პირამიდად ითვლება ჯოსერი, რომლის მშენებლობის დროს მოსახლეობაში ძალზედ გაიზარდა უკმაყოფილება იმჟამინდელი მეფის მიმართ. ამ ყველაფერს ართულებდა ის ფაქტი, ქვეყანაში მის ასაგებად საჭირო ქვა რეალურად არ არსებობდა. ფარაონი უდიდეს ხარჯს სწევდა სამშენებლო მასალების შეძენა-ტრანსპორტირებისათვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგიერთ ძველეგვიპტურ ჩანაწერებში შემონახულია იმდროინდელი ეგვიპტური ანეკდოტი იმის შესახებ, რომ მეფე თავის გოგოს მეზობელი ქვეყნების დიდებულებთან დაწოლას აიძულებს, რათა მათ რაც შეიძლება მეტი ქვით მოამარაგებინათ ეგვიპტე. ეს ანეკდოტი გარკვეულწილად გამოხატულებაა იმჟამინდელი ეგვიპტის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა.

თუმცა ახალი სამეფოს ეპოქაში, უკვე აღარ იხარჯებოდა ის უდიდესი შრომა რომელსაც ეგვიპტელები პირამიდების მშენებლობაზე სწევდნენ. რამსეს II მმართველობის დროს იქმნება მსხვილი სამონასტრო კომპლექსები, ყურადღება ექცევა სკულპტურულ განვითარებას. მშენებლობების გარდა, რამსეს II უდიდესი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ განვითარებას, მისი თაოსნობით მოხდა არმიის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკის ფორმირება. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ძველმა ეგვიპტემ განვითარების უმაღლეს წერტილს.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...