Skip to main content

სოლომონის ბეჭედი 2

სოლომონის ბეჭედი 2 



ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით ძვ.წ 1000 წელს ისრაელში მეფობდა სიბრძნით განთქმული მეფე სოლომონი. მიუხედავად უკიდეგანო სიბრძნისა მისი ცხოვრება არ იყო მშვიდი, რის გამოც სოლომონმა რჩევისთვის მიმართა სასახლის კარის ბრძენს:
– ამ ცხოვრებაში აღარაფერი მახარებს. უამრავ რამეს შეუძლია გამომიყვანოს წყობილებიდან, ამიყოლიოს ვნებებმა, რაც ძალიან მირთულებს ცხოვრებას.
– ნუ მოიწყენ მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – გაიკეთე ეს ბეჭედი და აღარასდროს მოიხსნა. ზედ ამოტვიფრულია სიტყვები: "ყველაფერი გაივლის" და როდესაც დიდი მრისხანება, მწუხარება ან სიხარული გეწვევა დახედე ბეჭედს, ის მუდამ გამოგაფხიზლებს.
მეფე სოლომონმა ბეჭედი გაიკეთა და თან მრავალი წელი ატარა. მწუხარების ჟამს, როდესაც დახედავდა მას ხვდებოდა, რომ ნებისმიერი გაჭირვება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე თავს ატყდება დროებითია, ბედნიერების ჟამს კი ბეჭედი შეახსენებდა ხოლმე, რომ ამქვეყნად არც სიხარულია მარადიული.
ერთხელაც ისრაელს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ცუდი მოსავლის გამო გამეფდა შიმშილობა, რომელმაც მძიმე გაჭირვებაში ჩააგდო ქალები და ბავშვები, სახელმწიფო ჯარი კი, რომელიც ისრაელის საზღვრებს იცავდა მთლიანად დაშლამდე მიიყვანა. განსაცდელმა მეტისმეტად დიდხანს გასტანა, რამაც მეფე საბოლოოდ შეაძრწუნა და დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. განრისხებულმა სოლომონმა ბეჭედი მოიხსნა და გადაგდება დაუპირა, როდესაც ბეჭდის შიგნით შენიშნა წარწერა: "და ესეც გაივლის". სოლომონმა ბეჭედი კვლავ თითზე გაიკეთა.

ლეგენდის თანახმად, ბეჭდის გარე მხარეს ამოტვიფრული იყო სიტყვები:
"ყველაფერი გაივლის...", – ხოლო შიდა მხარეს:
"და ესეც გაივლის..."

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.