Skip to main content

ძველი ეგვიპტე ნაწილი 12

  ნილოსის აუზი – ძველი ეგვიპტე
უძველესი ცივილიზაციები დიდი მდინარეების ნაპირებზე აღმოცენდა: ეგვიპტე – ნილოსის, შუმერი, ბაბილონი, ასურეთი – ევფრატისა და ტიგროსის, ინდოეთი – ინდისა და განგის, ჩინეთი – ხუანხესა და იანძის. ეს არცაა შემთხვევითი. მდინარის როლი ამ ცივილიზაციებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მდინარე უზრუნველყოფდა მიმდებარე ტერიტორიის ნაყოფიერებას, ამავდროულად ადმიანს ორგანიზებულ შრომას აჩვევდა. ეს ჯერ კიდევ “ისტორიის მამამ” – ჰეროდოტემ შენიშნადა ეგვიპტეს “ნილოსის ნობათი” უწოდა.
ნიტა9
ნილოსის ნაპირებზე განლაგებული დასახლებები ძვ.წ. IV ათასწლეულში გაერთიანდა ჯერ ორ სამეფოდ (ნილოსის დელტაში შეიქმნა ქვემო, ანუ ჩრდ. სამეფო, ნილოსის პირველი ჭრომოდან დელტამდე კი – ზემო ანუ სამხ. სამეფო), შემდეგ კი ერთ სახელმწიფოდ, რომლის მეფეც – ფარაონი – ორივე სამეფოს მფლობელის ტიტულებსა და გვირგვინებს ატარებდა ეგვიპტის მრავალათასწლოვანი არსებობის მანძილზე. ეგვიპტელები ფარაონს ღმერთად მიიჩნევდნენ, ხოლო მთელ მოსახლეობას – მის მსახურებად. ღმერთებისა და ფარაონის წინაშე ყველა თანასწორი იყო და ადამიანის წარმატება და სამსახურეობრივი წინსვლა, პირველ რიგში, მიღებულ განათლებაზე იყო დამოკიდებული.
ეგვიპტელები ბევრს ფიქრობდნენ იმქვეყნიური ცხოვრებაზე და ამქვეყნად ყოფნას მნიშვნელოვანწილად საიქიოსთვის მზადებად აღიქვამდნენ. შემუშავდა გარკვეული ზნეობრივი ნორმები, რომელთა დაცვაც სავალდებულო იყო როგორც ამ, ასევე იმქვეყნედ ღირსეული ადგილის დასაკავებლად.
ნიტა0
ეგვიპტელები საიქიო ცხოვრების მატერეალურ მხარებზეც ფიქრობდნენ. გარდაცვლილის სხეულს სპეციალური ხერხით ამუშავებდნენ, რათა არ გახრწნილიყო და პატრონს შემდგომშიც გამოსდგომოდა. ამგვარად შენახულ ცხედარს მუმია ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში მუმიის დამზადების (მუმიფიკაციის) ხელოვნება ძალიან დაიხვეწა. არსებობდა სხვადასხვა კატეგორიისა და ფასის მომსახურება. მაღალი კატეგორიის მუმიებმა ათასწლეულებს გაუძლეს და ჩვენამდე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მოაღწიეს. დღეს მეცნიერები მათ სხვადასხვა ანალიზს უტარებენ, რაც ეგვიპტელთა ცხოვრების მრავალ დეტალს ჰფენს შუქს. მიცვალებულს შეძლებისდაგვარად ოქრო-ვერცხლსა და პირველი მოხმარების ნივთებსაც ატანდნენ და ისეთ სამარხს უგებდნენ , რომელიც მის ამქვეყნიურ სახლს არ ჩამოუვარდებოდა.
ნიტა2
სამარხების ძარცვა ძველ დროშივე დაიწყო. დღემდე სულ რამდენიმემ მოაღწია ხელუხლებელი სახით. ფარაონთა სამარხებში ჩატანებული საგანძურის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის სიჭაბუკეში გარდაცვლილი ფარაონის, ტუტანხამონის (ძვ. წ. 1341 – 1323) სამარხი. თავად სამარხთაგან გამოირჩევა პირამიდები, რომლებიც ადამიანმა ოდითგანვე მსოფლიოს საოცრებათა რიცხვს მიაკუთვნა.
მკაცრ ბუნებრივ საზღვრებში (აღმ.-ით და დას.-ით უდაბნო, სამხრეთით ნილოსის ჭორომები, ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა) ჩაკეტილი ეგვიპტე ათასწლეულების მანძილზე გარესამყაროსგან თითქმის იზოლირებულად ვითარდებოდა.
250px-Istanbul_-_Museo_archeol._-_Trattato_di_Qadesh_fra_ittiti_ed_egizi_(1269_a.C.)_-_Foto_G._Dall'Orto_28-5-2006
ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა ჰიქსოსებმა. მტრის განდევნის შემდეგ ეგვიპტელებმა თავად წამოიწყეს შორეული დაპყრობით ლაშქრობები. ძვ.წ. XV-XIII საუკუნეები ეგვიპტის ძლიერების ხანაა. ის იმორჩილებს მცირე სამეფოებს სირია-პალესტინაში და უშუალოდ ემეზობლება წინა აზიის დიდ სახელმწიფოებს – მითანს, ხეთებს, ბაბილონს. ყველაზე შორს ეგვიპტის ძალაუფლება თოტმეს III-მ განავრცო ძვ. წ. XV ს. პირველ ნახევარში, ხოლო რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ.წ. 1274 წელს ხეთებთან გადახდილი ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში. ორივე მხარე მას საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა, შედეგად კი დაიდო საზავო ხელშეკრულება ეგვიპტესა და ხეთებს შორის. ამ ხელშეკრულების ასლი დღეს გაეროს შტაბბინას ამშვენებს. იგი უძველესი ნიმუშია თანასწორი და ურთერთსასარგებლო ხელშეკრულებისა.
შემდგომ ხანაში ეგვიპტე შედარებით დასუსტდა და, მიუხედავად ამისა, რომ კიდევ დიდხანს დარჩა მნიშვნელოვან  მოთამაშედ, როგორც კულტურის, ასევე პოლიტიკისა თუ ეკონომიკის სფეროში. ეგვიპტე ჯერ ასურეთმა დაიმორჩილა, შემდეგ სპარსეთმა, მაკედონიამ, რომმა.
ძველმა ეგვიპტემ როგორც კულტურულმა და პოლიტიკურმა ფენომენმა, საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა ახ. წ. VII საუკუნეში, არაბების მიერ დაპყრობის შემდეგ.

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...