Skip to main content

ძველი ეგვიპტე ნაწილი 1

ძველი ეგვიპტე

Image result for ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტე – უზარმაზარი პირამიდების და დიდებული ფარაონების ქვეყანა. ერთერთი უმდიდრესი და განვიოთარებული ანტიკური ცივილიზაცია. ცივილიზაცია რომლის აღმართული პირამიდები ათასწლეულების შემდეგაც მყარად დგას. ცივილიზაცია განადგურდა, მაგრამ  მისმა შექმნილმა კულტურამ და ისტორიებმა დროს გაუძლო.
ძველი ეგვიპტე ჩრდილოეთ აფრიკას იკავებდა. ეგვიპტე გადაჭიმული იყო მდინარე ნილოსის სანაპიროზე. ნილოსი იყო მთავარი რამაც ეგვიპტის განვითარებას ხელი შეუწყო. ნილოსის ადიდებისას მიმდებარე მიწებს ანოყიერებდა. ეგვიპტელებიც სრულად ითვისებდნენ ნილოსის ამ  საჩუქარს. ამან განაპირობა ამ ტერიტორიებში აგრარული სისტემის სწრაფი განვითარება, რაც იმ ეპოქაში ქვეყნის არსებობის საფუძველი იყო.
ეგვიპტეში მონარქია ბატონობდა საუკუნეების განმავლობაში. ფარაონი ეგვიპტის აბსოლუტური მონარქი იყო, შეუზღუდავი უფლებებით. ის განაგებდა ევიპტის ყველა რესურსს, მათ შორის წყალსაც. წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი იყო ამ უდაბურ ადგილას. შეიძლება ითქვას სწორედ წყლის რესურსის გამო იყო ძლიერი ფარაონის მმართველობა.. ფარაონი ასევე ქვეყნის სამხედრო უმაღლესი მთავარსარდალი იყო. თვითონ ეგვიპტე მცირე ნაწილებად იყოფოდა. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებს ნომები ეწოდება, მათ კი ნომარქები განაგებდა.
ძველ ეგვიპტეში საზოგადოება მკაცრად განსაზღვრულ სოციალურ ფენებად იყოფოდა. შვილები დაბადებიდანვე იღებდნენ მამის პროფესიას და ეუფლებოდნენ მას. ასე და ამგვარად თაობები ანაცვლებდნენ ერთმანეთს. წერა-კითხვა ძალიან ცოტამ იცოდა.
ეგვიპტეში მნიშვნელოვან საზოგადოების ნაწილსქურუმთა ფენა წარმოადგენდა. თვით ქურმთა ფენაც იყოფოდა. უმაღლესი ქურუმი ყოველდღიურად ტაძარში რთულ რიტუალებს ატარებდა, აწყობდა  რელიგიურ დღესასწაულებსა და მსვლელობებს. სხვა ქურუმები განაგებდნენ სატაძრო მეურნეობას, სწავლა-განათლებას და სხვას.
ეგვიპტური დამწერლობა იეროგლიფური იყო. ეს იეროგლიფები კი ძალიან ცოტამ თუ იცოდა. მცოდნეთა რიცხვში მხოლოდ ქურუმები, სახელმწიფო მოხელეები და გადამწერები შედიოდნენ. გადამწერის პროფესია ეგვიპტეში დიდად იყო დაფასებული, რადგან მათი ანაზღაურება მაღალი იყო. ამასთან ერთად მათ არ უწევდათ ფიზიკური სამუშაოს გაწევა. თუმცა წერაკითხვის შესწავლა ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო.
ეგვიპტე მდიდარი ქვეყანა იყო. ქვეყნის ხაზინას გადასახადები ავსებდა. ძველი ევიპტელები გადასახადებს ნატურში იხდიდნენ, მაგალითად მარცვლეულით. გადასახადის ოდენობას კი მიღებული მოსავალი განსაზღვრავდა. მოსავლის აღების პერიოდში ქვეყანაში გადასახადის ამკრეფნი, ინსპექტორები დადიოდნენ და მკაცრად საზღვრავდნენ გადასახადების ოდენობას.
ეგვიპტური სამართალი ხელისუფლებას ეყრდონობოდა. უზენაესი მოსამართლე ფარაონი იყო, მაგრამ  ქურუმებიც და სახელმწიფო მოხელეებიც ერთვებოდნენ მართლმსაჯულების სისტემაში.
რელიგიის მხრივ ეგვიპტეში შეინიშნება მრავალფეროვნება. სულ ეგვიპტელებს 700-მდე ღმერთი და ქალღმერთი ჰყავდათ, მაგრამ მათი დიდი რაოდეონობა ლოკალური და ადგილობრივი კულტი იყო. ძირითადად ეგვიპტეში მაინც იყო მზის კულტი. ისინი პატივს სცემდნენ ატონს, ამონ-რას. ასევე დიდი პატივით სარგებლობდა ოსირისი, მისი ცოლი ისიდა, ოსირისის ბოროტი ძმა სეთი. ასევე დიადი ღმერთი იყო ჰორიც,  დედამიწის გამგებელიც. ეგვიპტელებს სჯეროდათ საიქიო ცხოვრების. მათი აზრით ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეციურ ეგვიპტეში მიდიოდა.
ეგვიპტური რელიგიის ყველაზე წარმოსადეგი გამოვლინება მუმიფიკაციაა. მუმიფიკაციას მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეგვიპტელთა აზრით ზეციურ ეგვიპტეში ადამიანის სულს სხეულიც სჭირდებოდა. მუმიების დამუშავების კარგი მეთოდების გამო, უამრავი მუმია დღემდე იდეალურადაა შემონახული.
ეგვიპტური არქიტექტურა გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. მისი დიადი შედევრებია გიზას პირამიდები და თებეს ტაძრები. პირამიდები ფარაონებისთვის შენდებოდა. პირამიდაში ინახებოდა ფარაონის სარკოფაგი, რომელსაც უამრავ ოქროულობას აყოლობდნენ. პირამიდის ინტერიერიც საკმაოდ საინტერესოა. შიგნით კედლებზე შესრულებულია უამრავი წარწერა და ნახატი.  პირამიდაში სარკოფაგი კარგად იყო დაცული. სარკოფაგადმე მისასვლელი გზა საშინელი ლაბირინთი იყო. შიგნით შესული ადამიანისთვის შეუძლებელი იყო გზის გაკვლევა. ასეთი რთული უსაფრთხოების სისტემის მიუხედავად მძარცველებმა მაინც შეძლეს და  მოახერხეს პირამიდის გაძარცვა და აურაცხელი სიმდიდრის ხელში ჩაგდება.
ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. მეცნიერები ვერ ახერხებენ ახსნან თუ როგორ შეძლეს ეგვიპტელებმა პრიმიტული იარაღებით უზარმაზარი პირამიდების აგება. საშუალოდ პირამიდის ერთი ლოდი ტონამდე იწონიდა. ბევრმა მეცნიერმა კი დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ ეგვიპტელებს კავშირი ჰქონდათ ზებუნებრივ ძალებთან ან უცხოპლანეტელებთან რაც უფრო სანდოა მგონი, ვიდრე ის რომ მარტო ჩაქუჩებით ხალხმა უზარმაზარი  პირამიდა ააგო.
ეს არის იმ უდიდესი ინფორმაციის პატარა ნაგლეჯი რასაც ეგვიპტელებზე ვფლობთ. შემდეგ სტატიაში კი ტუტანხამონის განძზე დავწერ.ასევე მისი მპოვნელის საეჭვო გარდაცვალებაზე და ეგვიპტურ წყევლებზე!
აბუ სიმბელი - რამსეს II-ს ქანდაკებები
სფინქსი და ხეოფსის პირამიდა-ეგვიპტის სიმბოლოები

Comments

Popular posts from this blog

ფარნავაზის სიზმარი

ფარნავაზის სიზმარი ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სიზმრისა და ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აშკარა მითოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას. იგი ფუძემდებლურია, როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითოეული რეალია და ქმედება, რომელთაც მასში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება – იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი, მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. პირველ რიგში, მზე, რომლის ცვარი ქვესკნელიდან მზის მიერვე გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მამასახლისის ნათესავი, რომელიც თავად არ იყო მამასახლისი, ახალ სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება მეფე. ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი გაიგივებ...

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე?

აზო თუ ფარნავაზი რომელი იყო ქართლის პირველი მეფე? მოქცევაჲ ქართლისაჲ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ". აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.