Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2017

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობი...

საოცარი ნამარხები - გიგანტები

საოცარი ნამარხები - გიგანტები სამხრეთ აფრიკაში 1950 წელს აღმოჩენილი იქნა 45 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე თავის ქალის ფრაგმენტი. ანთროპოლოგთა კვლევის მიხედვით თავის ქალა 9 მილიონი წლისაა. მსოფლიოს ხალხთა ლეგენდებში მრავლადაა გიგანტი პრესონაჟები. ეგვიპტესა და სამხრეთ ამერიკაში ციკლოპების საპატივსაცემოდ მრავალი ნაგებობაცაა აშენებული. ადრე გიგანტები მხოლოდ ლეგენდებში არსებობენ, ახლა კი ისინი უკვე ისტორიაში არიან. დედამიწაზე თურმე ოდესღაც გიგანტი ადამიანის მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. მაროკოს უძველესი ქალაქი Tangier არის კუნძულებზე, ადგილზე, სადაც ატლანტის ოკეანე უერთდება ხმელთაშუა ზღვას. ითვლება, რომ ქალაქი Antaeus-მა საყვარელი მეუღლის, Tingey-ის საპატივსაცემოდ დააარსა. მოშორებით მდებარე ქალაქ Harf-ში ლეგენდის თანახმად არის დაკრძალული Antaeus. იგი ბერძენმა გმირმა ჰერაკლემ მოკლა, როდესაც ოქროს ვაშლის ბაღში, Hesperides-ში მივიდა. IV საუკუნეში ბერძენი მწერალი Ephemere ამტკიცებდა, რომ მთელი ბერძნული მითოლოგია სიმართლეზე იყო დაფუძნებული და ყველა ღმერთსა თუ გმირს კონკრეტული ისტორი...

მუმიის დამზადება ძველი ეგვიპტე

მუმიებთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში, სადაც აღმერთებდნენ არა მუმიას, არამედ გარდაცვლილ ფარაონს.    მუმიფიცირების ჩამოყალიბება უკავშირდება ეგვიპტელების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს. მათი აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.   ვინაიდან, მუმიფიცირება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) გახლდათ, ის უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს, რომლებიც ფარაონის კარზე მსახურობდნენ. პრინციპში, ფარაონის კარზე მსახურებას არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, რადგან საკუთარი სხეული მუმიად რომ ექცია, ამისთვის მდიდარი ადამიანი უნდა ყოფილიყო კაცი!   მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მე...