პოლონელი ისტორიკოსისა და მოგზაურის იან პოტოცკის ცნობები საქართველოზე XVIII საუკუნის პოლონელმა ისტორიკოსმა და მოგზაურმა იან პოტოცკიმ მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ამ მოგზაურობათა შესახებ ცნობებს დღიურების სახე მისცა. მან შემოიარა თურქეთი, ეგვიპტე, მაროკო, რუსეთი, მონღოლეთი და სხვ. თუმცა პოტოცკი საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ XVIII საუკუნის მიწურულს (1797 წელს და 1798 წლის პირველ ნახევარში) იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა და მრავალი საინტერესო ცნობა ჩაიწერა საქართველოს შესახებაც. ვფიქრობთ, ი. პოტოცკის დღიურების ფრაგმენტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება, ინტერესით გაეცნობა მკითხველი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით პოლონეთის დესპანს საქართველოში პეტრე ბორავსკის, რომელმაც გადმოგვცა ვარშავაში 1959 წელს გამოქვეყნებული ეს წიგნი სახელწოდებით „მოგზაურობა“. თავი III ასტრახანში ჩასვლა (დღიურში ეს ჩანაწერი დათარიღებუღი არა არის. იგი განთავსებულია 1797 წლის 9 ივნისისა და 13 სექტემბრის ჩანაწერებს შორის). ამჟამად ასტრახანში იმყოფება ავღ...