Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2017

რის გამო იძია ლავრენტი ბერიამ შური მიხეილ ჯავახიშვილზე

რის გამო იძია ლავრენტი ბერიამ შური მიხეილ ჯავახიშვილზე მეოცე საუკუნის 30-ანი წლების რეპრესიების სუსხი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის იმ ქართველ მწერლებსაც, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლება და სოციალისტური წყობა არ მიიღეს და მისი მადიდებელი ნაწარმოებები არ შექმნეს. თითოეული ასეთი მწერლის საბოლოო ხვედრი – დახვრეტა, უკეთეს შემთხვევაში კი დაპატიმრება-გადასახლება იყო. ამჯერად, მკითხველის ყურადღებას ერთ-ერთ ასეთ რეპრესირებულ ქართველ მწერალზე მიხეილ ჯავახიშვილზე (ადამაშვილზე) შევაჩერებთ. მისი ტრაგიკული ისტორია პირნათლად ასახავს და ახასიათებს საბჭოთა ეპოქას. ამ საკითხზე გვესაუბრება ისტორიკოსი ლევანჯიქია. ლევან ჯიქია: მიხეილ ჯავახიშვილი იმ ქართველ მწერალთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც ეროვნულ პოზიციაზე იდგნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ეწინააღმდეგებოდნენ. 25 თებერვალთან დაკავშირებით ჯავახიშვილი ასე წერს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ, დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტ...

ფარდობითობის ზოგადი თეორია

ფარდობითობის ზოგადი თეორია  ამბობენ, რომ იდეა, ალბერტ აინშტაინს წამიერად მოუვიდა, როცა ცნობილი მეცნიერი ბერნის(შვეიცარია) ტრამვაითი მგზავრობდა.   მან ქალაქის საათს შეხედა და უეცრად თავში ასეთი აზრი გაუჩნდა, თუ ტრამვაი სინათლის სხივის სიჩქარემდე აჩქარდება, მაშინ მის წარმოდგენაში ეს საათი გაჩერდება და ირგვლივ აღარც დრო იარსებებს. სწორედ ამან მიიყვანა ის ფარდობითობის ერთ-ერთი ცენტრალური პოსტულატის ფორმულირებამდე – ანუ, სხვადასხვა დამკვირვებლები განსხვავებულად აცნობიერებენ სინამდვილეს, მათ შორის ისეთ ფუნდამენტურ სიდიდეებსაც კი, როგორიცაა მანძილი და დრო.  მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, იმ დღეს აინშტაინმა გააცნობიერა, რომ ნებისმიერი ფიზიკური მოვლენის აღწერა ათვლის სისტემაზეა დამიკიდებული, რომელშიც დამკვირვებელი იმყოფება. თუ ტრამვაის მგზავრს, მაგალითად, დაუვარდება სათვალე, მაშინ მისთვის ის ვერტიკალურად დაბლა დაეცემა, ხოლო ქუჩაში უძრავად მყოფი დამკვირვებლისთვის, სათვალე პარაბოლაზე იმოძრავებს, რადგან ტრამვაი ხომ სათვალეს ვარდნის დროსაც მოძრაობს. ყველას აქვს თავისი ათვლის სიტ...

ალგორითმები

ალგორითმები  ალგორითმი  — იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას. ტერმინი  ალგორითმი  მე–9 საუკუნის შუა აზიელი მოაზროვნის  მუხამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმის  სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (Algorithmi). როგორც ცნობილია, ალ–ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედებების წესები. მისმა ტრაქტატმა  არითემტიკაში  და  ალგებრაში , რომელიც მე–12 საუკუნეში ლათინურ ენაზე თარგმნეს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია  მათემატიკის  განვითარებაზე დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ალგორითმის ქვეშ გულისხმობდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესრულების წესებს. ამჟამად, ტერმინი ალგორითმი სხვადასხვა სახის, ცალკეული წესების, საზოგადო სახელია და იგი შემდეგნაირად არის განმარტებული: ალგორითმი გარკვეულ მითითებათა სასრული მიმდევრობაა, რომლის შესრულება საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მოცემული ამოც...